Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკონკურენციის შესახებმუხლი 31

კონკურენციის შესახებ

მუხლი 31. თანამშრომლობის ფორმები. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ კანონის დებულებათა გამოყენება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 20 თებ. 2025
თემები:მარეგულირებელი დავებიმარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაბიზნეს და ეკონომიკური საქმიანობის დანაშაულებიერთობლივი საწარმოებიშერწყმა და შეძენარისკების მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარი/განცხადება ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება წარედგინება ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს ან სააგენტოს. თუ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარი/განცხადება ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება სააგენტოს წარედგინა, იგი ამ საჩივარს/განცხადებას ან შეტყობინებას 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხს შეისწავლის, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) კანონის სავარაუდო დამრღვევი ან კონცენტრაციის მონაწილე ერთ-ერთი მხარე არ არის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი; ბ) კანონის სავარაუდო დამრღვევი და კონცენტრაციის მონაწილე მხარეები ეკონომიკის სხვადასხვა რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტები არიან; გ) სავარაუდო კანონის საწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი სუბიექტი/სუბიექტები არის/არიან ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი/ეკონომიკური აგენტები, მაგრამ ეს ქმედება (დავის საგანი) ეკონომიკის რეგულირებად სფეროში არ განხორციელებულა.

3.თუ საკითხის შესწავლის უფლებამოსილების მქონე ორგანო ვერ დადგინდა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა 30 კალენდარულ დღემდე იზრდება, რათა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით სააგენტოსა და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს შორის კონსულტაციები გაიმართოს.

4.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ვერ განისაზღვრა, საკითხს სააგენტო შეისწავლის.

5.თუ ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას სააგენტო განიხილავს, იგი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს.

6.თუ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო განიხილავს, იგი სააგენტოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს.

7.ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო ეკონომიკის რეგულირებად სფეროში ამ კანონით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისას ხელმძღვანელობს ამ კანონის მე-3 და მე-6−მე-9 მუხლებით, მე-11 მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით, 11 1 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6−მე-12 პუნქტებითა და 27-ე, 33-ე და 33 1 მუხლებით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტს, მე-5 მუხლს, 11 1 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებსა და 11 2 , მე-18, 22-ე−25-ე და 32-ე მუხლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8.ამ კანონის საფუძველზე მიღებული სააგენტოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული საკითხები წესრიგდება ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით.

9.ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის ერთი მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ეკონომიკის რეგულირებადი სფეროები ეკონომიკის ერთ რეგულირებად სფეროდ მიიჩნევა.

10.ეს მუხლი არ ზღუდავს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, გამოიყენოს ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობის დებულებები იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ეკონომიკური აგენტის საოპერაციო აქტივის შეძენა, ეკონომიკური აგენტების შერწყმა ან ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი წილის ან აქციების შეძენა და აღნიშნული ტრანზაქციები ამ კანონის მე-11 მუხლის რეგულირების სფეროში არ ექცევა.

რედაქციების შედარება

1. თუ სააგენტოს წარედგინა საჩივარი ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე, იგი ამ საჩივარს გადაუგზავნის შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს. 2. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო შესაბამის სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევის შესწავლისათვის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე აცნობებს სააგენტოს. 3. სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე შეიმუშაოს საექსპერტო მოსაზრებები ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევების თაობაზე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოსათვის წარსადგენად. 4. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს, კონკურენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციისათვის მიმართოს სააგენტოს. 5. ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისათვის შეიძლება შეიქმნას სააგენტოს და შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლებით დაკომპლექტებული ერთობლივი სამუშაო ჯგუფი. 6. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლაში სააგენტოს მონაწილეობის მიზნით. 7. შესაბამის ეკონომიკის რეგულირებად სფეროში მესამე მხარის ქსელში დაშვებასა და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. 8. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წინასწარ რეგულირებას, აგრეთვე ავტორიზებულ პირთა მიერ მათთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგს ახორციელებს და მათ შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით არეგულირებს, განიხილავს და წყვეტს ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილ დავებს, მათ შორის, ავტორიზებული პირებისათვის დაკისრებულ შესაბამის სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებულ დავებს. 9. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ეკონომიკური აგენტების ქმედებები, რომელთა მიზანია ან რომელთა შედეგია კონკურენციის შეზღუდვა ან აღკვეთა (გარდა ფასწარმოქმნისა, ურთიერთჩართვისა და მომსახურების სტანდარტული პირობებისა), რეგულირდება ამ კანონით. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1586 - ვებგვერდი, 03.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი№15 №215986 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. [მუხლი 31. თანამშრომლობის ფორმები. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ კანონის დებულებათა გამოყენება 1. ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარი/განცხადება ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება წარედგინება ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს ან სააგენტოს. თუ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარი/განცხადება ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება სააგენტოს წარედგინა, იგი ამ საჩივარს/განცხადებას ან შეტყობინებას 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხს შეისწავლის, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) კანონის სავარაუდო დამრღვევი ან კონცენტრაციის მონაწილე ერთ-ერთი მხარე არ არის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი; ბ) კანონის სავარაუდო დამრღვევი და კონცენტრაციის მონაწილე მხარეები ეკონომიკის სხვადასხვა რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტები არიან; გ) სავარაუდო კანონის საწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი სუბიექტი/სუბიექტები არის/არიან ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი/ეკონომიკური აგენტები, მაგრამ ეს ქმედება (დავის საგანი) ეკონომიკის რეგულირებად სფეროში არ განხორციელებულა. 3. თუ საკითხის შესწავლის უფლებამოსილების მქონე ორგანო ვერ დადგინდა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა 30 კალენდარულ დღემდე იზრდება, რათა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით სააგენტოსა და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს შორის კონსულტაციები გაიმართოს. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ვერ განისაზღვრა, საკითხს სააგენტო შეისწავლის. 5. თუ ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას სააგენტო განიხილავს, იგი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს. 6. თუ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო განიხილავს, იგი სააგენტოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს. 7. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო ეკონომიკის რეგულირებად სფეროში ამ კანონით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისას ხელმძღვანელობს ამ კანონის მე-3 და მე-6−მე-9 მუხლებით, მე-11 მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით, 11 1 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6−მე-12 პუნქტებითა და 27-ე, 33-ე და 33 1 მუხლებით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტს, მე-5 მუხლს, 11 1 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებსა და03 11.1 2 , მე-18, 22-ე−25-ე და 32-ე მუხლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 8. ამ კანონის საფუძველზე მიღებული სააგენტოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული საკითხები წესრიგდება ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით. 9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის ერთი მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ეკონომიკის რეგულირებადი სფეროები ეკონომიკის ერთ რეგულირებად სფეროდ მიიჩნევა. 10. ეს მუხლი არ ზღუდავს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, გამოიყენოს ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობის დებულებები იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ეკონომიკური აგენტის საოპერაციო აქტივის შეძენა, ეკონომიკური აგენტების შერწყმა ან ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი წილის ან აქციების შეძენა და აღნიშნული ტრანზაქციები ამ კანონის მე-11 მუხლის რეგულირების სფეროში არ ექცევა. (ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან)].2013წ. საქართველოს 20202014 წლის 16 სექტემბრის21 მარტის კანონი №7126№2159 –- ვებგვერდი, 21.09.2020წ.27.03.2014წ. თავი VII. სანქციები

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 21 სექ. 2020
წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 32

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რეგულატორული რისკის შეფასება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შერწყმის სტრუქტურირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბიზნეს დავები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონკურენციის კანონის დარღვევა (კარტელური გარიგებები)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-02-20 · №18

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2020-09-21
3
რედაქცია
6
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11მუხლი 3მუხლი 32მუხლი 33¹მუხლი 5მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კონკურენციის შესახებ

  • 30თანამშრომლობა ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისა და აღკვეთისათვის
  • 11​ 2 . კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება
  • 25საქმის მოკვლევის წესი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 119კონცენტრაცია
  • 154სანქციის დაკისრება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁷²მოსამართლის ბრძანება ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ
  • 21⁷⁷ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების საკითხის გადაწყვეტის წესი
  • 21⁷⁸ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 12უფლებამოსილი ორგანოს (კომისიის) მიერ დავის განხილვა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁶შემზღუდავი ღონისძიებები

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 32სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურები
  • 28მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁷²13⁶1133233¹59302511915432281231
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონკურენციის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს ადმინისტრა…სატელეკომუნიკაციო ინფრ…პროდუქტის უსაფრთხოების…მომხმარებლის უფლებების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 20 თებ. 2025