ენერგოეტიკეტირების შესახებ

მუხლი 4. მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

1.პროდუქტის მიერ ელექტროენერგიის, ენერგიის სხვა წყაროებისა და, შესაბამის შემთხვევაში, სხვა რესურსების მოხმარების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის ნებისმიერი ფორმით, სასყიდლით მიწოდებისას ან უსასყიდლოდ მიწოდებისას (მათ შორის, დისტანციური გაყიდვისას) ან გასაყიდად განთავსებისას მომხმარებელს პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის და ეტიკეტის მეშვეობით უნდა მიეწოდოს.

2.მომხმარებლისთვის ჩასაშენებელი ან დასამონტაჟებელი პროდუქტის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში.

3.პროდუქტის სპეციფიკური მოდელის ნებისმიერი რეკლამა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პროდუქტის ფასის ან ენერგომოხმარების შესახებ, უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას აღნიშნული მოდელის ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ.

4.პროდუქტთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური ხასიათის მასალა, რომელიც განკუთვნილია პროდუქტის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის და აღწერს პროდუქტის სპეციფიკურ ტექნიკურ პარამეტრებს, კერძოდ, ტექნიკური სახელმძღვანელოები და მწარმოებლის ბროშურები, მიუხედავად მათი ბეჭდური თუ ელექტრონული ფორმისა, უნდა მიეწოდოს მომხმარებელს. მათში ასახული უნდა იყოს პროდუქტის მიერ მოხმარებული ენერგიის მოცულობა ან პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი.

5.ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ პროდუქტზე დაუშვებელია განსხვავებული დიზაინის, სიმბოლოს ან წარწერის მქონე ეტიკეტის განთავსება, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს ან დააბნიოს მომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიის ან სხვა, მნიშვნელოვანი რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1189-20192021-04-0845
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის ექვემდებარება სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო გარანტიის თანხასთან დაკავშირებული დავა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას?

    შპს მოითხოვდა სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის თანხის 129 340 ლარიდან 500 ლარამდე შემცირებას. დავის მთავარი საკითხი იყო, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა შეფასებულიყო ეს მოთხოვნა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ურთიერთობა საჯარო კანონმდებლობიდან წარმოიშვა, საჯარო მიზანს ემსახურებოდა და დავის ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანო იყო. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე იმავე სასამართლოს დაუბრუნდა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხის გადასაწყვეტად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 დეკ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
129 (და…635137134341241084
მნიშვნელობით ახლოსენერგოეტიკეტირების შეს…სამშენებლო პროდუქტების…ენერგეტიკისა და წყალმო…ელექტრონული კომერციის …ელექტროენერგიის საცალო…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა