Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებმუხლი 3

ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

მუხლი 3

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 20 სექ. 2013

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადეკვატური საკვები – ბავშვის ასაკის, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი საკვები; ბ) ადრეული ასაკის ბავშვი – ბავშვი 12 თვიდან 3 წლამდე; გ) ჩვილი – 12 თვემდე ასაკის ბავშვი; დ) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტები: დ.ა) ბავშვთა საკვები ფორმულა №1; დ.ბ) ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ვარგისია ან შემოთავაზებულია ვარგისად 6 თვემდე ასაკის ბავშვის კვებისათვის; დ.გ) ბავშვთა საკვები ფორმულა №2; დ.დ) ბავშვთა დამატებითი საკვები; ე) ბუნებრივი კვება – ბავშვის კვება ძუძუთი; ვ) გამსაღებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ცალობით ან ბითუმად ასაღებს ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტს, საწოვრიან ბოთლს, საწოვარას, სატყუარას; ზ) დამატებითი საკვები – ნებისმიერი საკვები, რომელიც ვარგისია ან შემოთავაზებულია ვარგისად 6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვის კვებისათვის, როგორც ქალის რძის ან ბავშვთა საკვები ფორმულის დამატება, როცა ამ უკანასკნელთაგან თითოეული არ არის საკმარისი საკვებზე ბავშვის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, და რომელიც შეიძლება მომზადდეს საწარმოო ან სახლის პირობებში; თ) ეტიკეტი – ნებისმიერი დაბეჭდილი ან ამოტვიფრული იარლიყი, ტვიფარი, საფირმო ნიშანი, გრაფიკული ან სხვა გამოსახულება, რომელიც დაბეჭდილია ან მიკრულია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტზე, საწოვრიან ბოთლზე, საწოვარაზე, სატყუარაზე ანდა მათ შესაფუთ მასალაზე; ი) ძუძუთი ექსკლუზიური კვება – ჩვილის კვება მხოლოდ ქალის რძით; კ) ბავშვთა საკვები ფორმულა №1 – საკვები ფორმულა №1-ის სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად ქარხნული წესით დამზადებული რძე ანდა მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტი, რომელიც გამიზნულია საკვებზე 6 თვემდე ასაკის ბავშვთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად; ლ) ბავშვთა საკვები ფორმულა №2 – „კოდექს ალიმენტარიუსის“ (Codex Alimentarius) ბავშვთა საკვები ფორმულა №2-ის სტანდარტის შესაბამისად ქარხნული წესით დამზადებული რძე ანდა მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტი, რომელიც გამიზნულია საკვებზე 6 თვის და მეტი ასაკის ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად; მ) „კოდექს ალიმენტარიუსი“ (Codex Alimentarius) – კვების პროდუქტების საერთაშორისო სტანდარტი, დამტკიცებული საკვების სტანდარტების საერთაშორისო კომისიის მიერ; ნ) ნიმუში – ბავშვთა კვებისათვის განსაზღვრული ნაწარმის საცალო ან საბითუმო მცირე რაოდენობა, რომელიც გაიცემა უფასოდ; ო) სატყუარა – საწოვარა, რომელიც არ გამოიყენება კვების მიზნით.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2013-09-20 · №3

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

  • 13—
  • 21—
  • 4—

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 3კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 2ტერმინთა განმარტება

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 44¹ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების წარმოებისა და რეალიზაციის წესების დარღვევა
  • 159⁴ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების რეკლამა

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1321444¹159⁴42433333
მნიშვნელობით ახლოსბავშვთა ბუნებრივი კვებ…ადრეული და სკოლამდელი …შვილად აყვანისა და მინ…ბავშვის უფლებათა კოდექ…სურსათის დანაკარგებისა…სურსათის/ცხოველის საკვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 20 სექ. 2013