რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 9 (დანართი 1). რძისა და რძის ნაწარმის იდენტიფიცირება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 4 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სარეალიზაციოდ განკუთვნილ ნედლ რძესა და  რძის ნაწარმს უნდა ჰქონდეს საიდენტიფიკაციო ნიშანი,რომელიც უნდა: ა)  დაისვას, ვიდრე პროდუქტი დატოვებს წარმოების ადგილს; ბ) იკითხებოდეს და იოლად არ იშლებოდეს.

2.საიდენტიფიკაციო ნიშანი უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი წარმოებულია საქართველოში, საიდენტიფიკაციო ნიშანი უნდა მოიცავდეს  ISO 3361 სტანდარტის მიხედვით,  საქართველოს 2-ასოიან კოდს – GE; ბ) საიდენტიფიკაციო ნიშანი უნდა შეიცავდეს ბიზნესოპერატორის აღიარების ნომერს.

3.თუ რძე და რძის ნაწარმი ტრანსპორტირებისათვის მოთავსებულია კონტეინერებში ან დიდ შესაფუთ მასალაში და განკუთვნილია შემდგომი დამუშავებისათვის, გადამუშავების, შეხვევის ან შეფუთვისათვის, საიდენტიფიკაციო ნიშანი უნდა დაისვას კონტეინერის ან შეფუთვის ზედაპირზე.

4.კონტეინერებში ან დიდ შესაფუთ მასალაში მოთავსებული რძის და რძის ნაწარმის  შემდგომი დამუშავების, გადამუშავების, შეხვევის ან შეფუთვის დროს,  საიდენტიფიკაციო ნიშანი უნდა მოიცავდეს, ასევე, იმ ბიზნესოპერატორის აღიარების ნომერს, რომელმაც განახორციელა რძის და რძის ნაწარმის  შემდგომი დამუშავების, გადამუშავების, შეხვევის ან შეფუთვის პროცედურები.

5.თუ რძე და რძის ნაწარმი მოთავსებულია შეფუთვაში და  ამასთანავე, ის განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის პირდაპირ მისაწოდებლად, დაშვებულია  საიდენტიფიკაციო ნიშანი დაერთოს მხოლოდ პროდუქტის შეფუთვის ზედაპირს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
251661 (დ…945 (და…6 (და…4 (და…9 (და…10014435199 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსრძისა და რძის ნაწარმის…პროდუქტის უსაფრთხოების…“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს საბაჟო კოდ…სამშენებლო პროდუქტების…თამბაქოს კონტროლის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა