საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 18 (დანართი 1). გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობა

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 18 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გეგმურ სტაციონარულ შემთხვევათა ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია; ა ​ 1 ) მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემა (გარდა მშობიარობისა და საკეისრო კვეთისა, ასევე დანართი №1.15-ით განსაზღვრული მომსახურებისა); ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ; გ) მონიტორინგი; დ) ანგარიშის წარდგენა; ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება; ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი; ვ 1 ) კონტროლი; ზ) რევიზია; თ) დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზედამხედველობა.

2.გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: ა) ანგარიშის წარდგენა; ბ) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება; გ) ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი; გ 1 ) კონტროლი; დ) რევიზია.

3.გეგმური ამბულატორიის შემთხვევაში, ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ დამატებითი პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი, პირველი პუნქტის „ვ 1 “ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „გ 1 “ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს – რეგულირების სააგენტო, ხოლო პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპს – შრომის ინსპექცია. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 მაისის დადგენილება №1 11 – ვებგვერდი, 16 .05.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 3 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №517 - ვებგვერდი, 07.11.2019წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 01.09.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 11.10.2023წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4621⁶⁶1463¹63²8217 (დ…9 (და…16¹ (…9 (და…2218 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაყოველთაო ჯანდაცვაზე …ჯანმრთელობის დაცვის შე…ფსიქიკური აშლილობის მქ…საქართველოს გარემოს და…სამედიცინო-სოციალური ე…“მიზნობრივი სოციალური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №118 · ბოლოს შემოწმდა