Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიმუხლი 103¹

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

მუხლი 103¹. დარღვევით განხორციელებული მშენებლობების ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ღონისძიებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის (გარდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისათვის დაწესებული თანხის გადაუხდელობისა) და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომლის მიერ ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჩადენილია ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა (გარდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისათვის დაწესებული თანხის გადაუხდელობისა), თუმცა მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება, თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, თუ მათ მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორებულია ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ან გამოსწორდება ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორებისათვის შემოწმების ჩატარებას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე უზრუნველყოფს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო, რომელიც შემოწმების შედეგებს აფორმებს წერილობით და უგზავნის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ დასკვნის მიღების მიზნით. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო იხილავს დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევით/შეუსრულებლობით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობას და გასცემს დასკვნას განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო აგრეთვე უფლებამოსილია გასცეს განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ დასკვნა სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის პირობით. დადებითი დასკვნის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო: ა) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა სამშენებლო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ ნაწილის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას ჯარიმის ან/და საურავის დაკისრების შესახებ და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე; ბ) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომლის მიერ ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჩადენილია სამშენებლო სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ან იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოქმედება ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებზედაც ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის დასრულებულია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 88-ე მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული სამუშაოები. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია დამკვეთს წერილობით განუსაზღვროს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოების იმავე პროექტით განსაზღვრული მოსაპირკეთებელი მასალისა და ფერის დაცვით დასრულების ვალდებულება.

4.ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსით (გარდა ამ კოდექსის 45-ე მუხლისა) გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ მის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორებულია ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ან გამოსწორდება ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორებისათვის ამავე მუხლის ამოქმედებამდე დადგენილი წესით.

5.ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაეკისრა სამმაგი ოდენობის ჯარიმა და იგი არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, აგრეთვე ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელიც ექვემდებარებოდა აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სამმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრებას და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის არა აქვს იგი დაკისრებული, თავისუფლდებიან სამმაგი ოდენობის ჯარიმის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან. სამშენებლო სამართალდარღვევების გამოსასწორებლად სამართალდამრღვევ სუბიექტებს განესაზღვრებათ ახალი 6-თვიანი ვადა, რომელიც აითვლება ამ მუხლის ამოქმედების დღიდან.

6.ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ სამშენებლო დოკუმენტის დარღვევამ გამოიწვია დადგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილება, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დამატებით წარუდგინოს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ახალი გაანგარიშება ან/და სართულის (სართულების) გეგმები შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით.

7.ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ სამშენებლო დოკუმენტში ცვლილება შეიტანება ან/და ახალი ნებართვა გაიცემა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით გათვალისწინებული წესით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში დამკვეთი თავისუფლდება ჩადენილი დარღვევისათვის ჯარიმის (მათ შორის, უკვე დაკისრებულის) გადახდის ვალდებულებისაგან.

8.განცხადება ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სამშენებლო სამართალდარღვევებზე ჯარიმის/საურავის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ უფლებამოსილ ორგანოში შეტანილ უნდა იქნეს ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

9.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება: ა) მეხუთე კლასისთვის მიკუთვნებულ შენობა-ნაგებობებზე; ბ) ამ კოდექსის 46-ე და 47-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამშენებლო სამართალდარღვევებზე; გ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უძრავ ძეგლებზე. საქართველოს 2013 წლის 28 ივნისის კანონი № 798 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 15 ივლ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 25 მაი. 2012 – 15 ივლ. 2013 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 103შემდეგი მუხლი 103²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დროებითი ნაგებობის განთავსების ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №41

  • 2 რედაქცია
  • 5 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მშენებლობის ნებართ… 88მუხლი 26მუხლი 45მუხლი 47მუხლი 88

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 103²სამშენებლო სამუშაოების დარღვევით განხორციელებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დროებითი წესი
  • 26პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის
  • 103³ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 141⁵შენობა-ნაგებობის მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დროებითი წესი
  • 141⁹ამ კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლებით გათვალისწინებული ზოგიერთი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადგენილი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება
  • 141²სამშენებლო სამართალდამრღვევის საზოგადოებრივ ტერიტორიაზე ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის − ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებისათვის და

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 14პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის
  • 29ზიანისა და ხარჯების ანაზღაურება
  • 13სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 64ექსპლუატაციაში მიღებისათვის მომზადებული შენობა-ნაგებობა

საავტომობილო გზების შესახებ

  • 22¹პასუხისმგებლობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისთვის/ნაგებობის განთავსებისთვის

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

  • 15დასკვნითი დებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8822¹14291326454788103²103³141⁵141⁹141²64103¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…მშენებლობის ნებართვის …საქართველოს სივრცის და…ტექნიკური საფრთხის კონ…განსაკუთრებული მნიშვნე…საავტომობილო გზების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026