პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

მუხლი 57. ტექნიკური რეგლამენტის არსი

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ტექნიკური რეგლამენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად დებულებებს: ა) მისი გამოყენების სფერო და ტექნიკური რეგულირების ობიექტი; ბ) ძირითადი ცნებები და განმარტებები; გ) პროდუქტის ბაზარზე განთავსების ძირითადი პირობები; დ) მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ; ე) შესაბამისობის შეფასების პროცედურები.

2.ტექნიკური რეგლამენტი მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

3.ტექნიკურმა რეგლამენტმა კონკრეტული სპეციფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დაადგინოს პროდუქტის/პროცესის/მომსახურების სავალდებულო: ა) მახასიათებლები/პარამეტრები; ბ) უსაფრთხოების/უვნებლობის კრიტერიუმები; გ) შრომის ან/და მომხმარებლის უსაფრთხოების წესები; დ) უსაფრთხოების/უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების, ეტიკეტირების, პროდუქტთან დაკავშირებული პროცესის ან წარმოების მეთოდი; ე) შესაბამისობის შეფასების პროცედურები და პერიოდულობა; ვ) ადმინისტრაციული პროცედურები; ზ) შესაბამის შემთხვევებში, ინსპექტირების წესი და პერიოდულობა; თ) ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო; ი) მითითებები სტანდარტების გამოყენების თაობაზე (შესაბამისობის პრეზუმფცია); კ) ექსპლუატაციის პირობები; ლ) გარდამავალი და დასკვნითი დებულებები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 15 ნოე. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1035655591 (და…2 (და…1 (და…891¹ (დ…2 (და…1 (და…97957
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…სახიფათო ნარჩენების შე…სამშენებლო პროდუქტების…ნაგავსაყრელის მოწყობის…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა