სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 2 (დანართი 1). ტერმინთა განმარტება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 8 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: ა) სამშენებლო პროდუქტი – ნებისმიერი პროდუქტი ან სამშენებლო პროდუქტების ნაკრები, რომელიც წარმოებულია და ბაზარზე განთავსებულია ან განკუთვნილია ბაზარზე განსათავსებლად სამშენებლო ობიექტებზე ან მის ნაწილებში მუდმივი ინკორპორირებისთვის და რომლის თვისებებიც გავლენას ახდენს სამშენებლო ობიექტების მახასიათებლებზე სამშენებლო ობიექტებისადმი დაწესებული ძირითადი მოთხოვნების ფარგლებში. ამ  ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, სამშენებლო პროდუქტების ჩამონათვალი მოცემულია ამავე ტექნიკური რეგლამენტის VII დანართში; ბ) სამშენებლო პროდუქტების ნაკრები – ერთი მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტი, რომელიც შედგება, სულ მცირე, ორი განცალკევებული კომპონენტისაგან და ერთობლივად გამოიყენება სამშენებლო ობიექტების მშენებლობისას; გ) სამშენებლო ობიექტები – შენობები და სამოქალაქო საინჟინრო ნაგებობები; დ) ძირითადი მახასიათებლები – სამშენებლო პროდუქტის ის მახასიათებლები, რომლებიც დაკავშირებულია სამშენებლო ობიექტების ძირითად მოთხოვნებთან; ე) სამშენებლო პროდუქტების თვისებები – სამშენებლო პროდუქტის თვისებები მისთვის დადგენილ ძირითად მახასიათებლებთან მიმართებით, რომელიც გამოხატულია კლასების ან დონეების სახით ან შესაბამისი აღწერით; ვ) სამშენებლო პროდუქტის თვისებების დონე – სამშენებლო პროდუქტის ძირითად მახასიათებლებთან დაკავშირებული თვისებების შეფასების შედეგი, გამოხატული რაოდენობრივი მნიშვნელობით; ზ) სამშენებლო პროდუქტის თვისებების კლასი – სამშენებლო პროდუქტის თვისების დონეების საზღვრები, რომელიც განისაზღვრება მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობებით; თ) სამშენებლო პროდუქტის თვისებების ზღვრული დონე – სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების თვისებების მინიმალური ან მაქსიმალური დონე; ი) პროდუქტის ტიპი – სპეციფიკური საწარმოო პროცესის შედეგად ნედლი მასალის ან სხვა ელემენტების კომბინაციით მიღებული სამშენებლო პროდუქტის წარმომადგენლობითი დონე ან კლასი, რომელიც დაკავშირებულია მის ძირითად მახასიათებლებთან; კ) (ამოღებულია - 14.11.2018, №541); ლ) (ამოღებულია - 18.12.2020, №754) ; მ) დანიშნულების მიხედვით გამოყენება – სამშენებლო პროდუქტის გამოყენება შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული დანიშნულებით; ნ) სპეციფიკური ტექნიკური დოკუმენტაცია – დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის სისტემა ჩანაცვლებულ იქნა სხვა მეთოდებით, და რომ აღნიშნული მეთოდების შედეგად მიღებული შედეგები ეკვივალენტურია სტანდარტებით გათვალისწინებული გამოცდის მეთოდების გამოყენებით მიღებული შედეგებისა; ო) პროდუქტის საწარმოო კონტროლი – დოკუმენტირებული, მუდმივი, წარმოების შიდა კონტროლი, რომელიც ხორციელდება სტანდარტების შესაბამისად; პ) სასიცოცხლო ციკლი – სამშენებლო პროდუქტის თანმიმდევრული და ურთიერთდაკავშირებული სასიცოცხლო ეტაპების ერთობლიობა, ბუნებრივი გზით მოპოვებული ან შექმნილი პირველადი ნედლეულიდან, მის საბოლოო ფორმით გამოყენებამდე; ჟ) (ამოღებულია - 14.11.2018, №541) ; რ) (ამოღებულია - 18.12.2020, №754).

2.ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერმინებისა, ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ტერმინთა განმარტებები. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №541 - ვებგვერდი, 14.11.2018წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №754 – ვებგვერდი, 22.12.2020წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აპრილის დადგენილება №156 – ვებგვერდი, 19.04.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
321011246513²3 (და…6 (და…3 (და…15 (დ…32 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსამშენებლო პროდუქტების…ენერგოეტიკეტირების შეს…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს სამოქალაქო…საჯარო რეესტრის შესახე…არქიტექტურული საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა