Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიმუხლი 56

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

მუხლი 56. ტექნიკური რეგლამენტი

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ჯანდაცვის ტექნოლოგიებიინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებაSaaSსაბანკო შესაბამისობახელოვნური ინტელექტის შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.ტექნიკური ნორმის შემცველი, შესასრულებლად სავალდებულო ყველა აქტი მიღებული უნდა იქნეს ტექნიკური რეგლამენტის ფორმით.

2.ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ძირითად პრინციპებს, რომლებიც იცავს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, საკუთრებასა და გარემოს.

3.ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები შეიძლება გავრცელდეს პროდუქტზე ამ პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას, ასევე პროცესზე, მომსახურებაზე, პირ სა და ობიექტ ებ ზე და შეიძლება მოიცავდეს მათი ექსპლუატაციის დაწყების და ექსპლუატაციის პერიოდს, თუ ამის თაობაზე მითითებულია ტექნიკურ რეგლამენტში.

4.ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.

5.თუ მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებიდან რამდენიმე ალტერნატიულად არეგულირებს ერთსა და იმავე პროდუქტს ან/და პროცესს, საკმარისია ნებისმიერ მათგანთან შესაბამისობა.

6.თუ მიღებულ, აღიარებულ ან ეკვივალენტად ცნობილ ალტერნატიულ ტექნიკურ რეგლამენტებს შორის განსხვავებაა, ეს არ განიხილება მათ შორის წინააღმდეგობად და ყველა თანაბრად გამოიყენება.

7.თუ ერთი და იმავე პროდუქტის ან/და პროცესის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს რამდენიმე ალტერნატიული ტექნიკური რეგლამენტის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მახასიათებლები, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ერთ-ერთი, შერჩეული ტექნიკური რეგლამენტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პროდუქტის ან/და პროცესის მიმართ სხვადასხვა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მახასიათებლების აღრევა/კომბინაცია.

8.თუ ერთსა და იმავე პროდუქტზე ერთდროულად სავალდებულოდ ვრცელდება ერთზე მეტი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები, პროდუქტი ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

9.ტექნიკური რეგლამენტი ძალადაკარგულად ითვლება, თუ აღარ არსებობს ის გარემოებები ან მიზნები, რომლებიც მისი მიღების საფუძველი იყო. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს მთავრობას ტექნიკური რეგლამენტის გაუქმების მოთხოვნით.

10.ტექნიკური რეგლამენტის მიღების საფუძვლის ცვლილება განაპირობებს თავად ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებას ან გაუქმებას.

11.რეგულირებულ სფეროებში საქართველო აღიარებს ევროკავშირის ტექნიკურ რეგლამენტებს.

12.თუ გაჩნდება ტექნიკური რეგლამენტის შემოღების აუცილებლობა და არსებობს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტები ან მათი შემუშავება დასრულების სტადიაშია, საქართველო ვალდებულია საფუძვლად გამოიყენოს ისინი ან მათი შესაბამისი ნაწილები.

13.ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ვაჭრობაში საფრთხის არაადეკვატურ ტექნიკურ ბარიერებს ქმნის, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

14.დაინტერესებულ პირს შეუძლია მოქმედი ტექნიკური რეგლამენტი გაასაჩივროს სასამართლოში, თუ იგი ადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ მოთხოვნებზე მკაცრ მოთხოვნებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 15 ნოე. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 55შემდეგი მუხლი 57

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რეგთექ გადაწყვეტილებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტექნოლოგიების გადაცემის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტექნოლოგიის გადაცემის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ხელოვნური ინტელექტის ეთიკის სტანდარტები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №41

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 57ტექნიკური რეგლამენტის არსი
  • 55ზოგადი დებულებები
  • 58ტექნიკური რეგლამენტის მიღება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 97სისტემათა ურთიერთთავსებადობა და ტექნიკური წესები

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 16 (დანართი 1)შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის გამოყენება
  • 2 (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 17ნორმატიული აქტის სტრუქტურა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 39ზოგადი გარემოსდაცვითი მოთხოვნები საქმიანობის განხორციელების პროცესში

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 1 (დანართი 1)ტექნიკური რეგლამენტის მიზანი

სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 2 (დანართი 1)მოქმედების სფერო

„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 1 (დანართი 1)მიზანი და ამოცანები

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 4მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
395755581 (და…2 (და…1 (და…1716 (დ…2 (და…49756
მნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…ენერგეტიკისა და წყალმო…სამშენებლო პროდუქტების…აჭარის ავტონომიური რეს…გარემოს დაცვის შესახებნაგავსაყრელის მოწყობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026