Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებმუხლი 65

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 65. აკრედიტაციის კომისია

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:სტარტაპის იურიდიული მომსახურებამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.„საქპატენტისთვის“ შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის შემთხვევაში „საქპატენტი“ ატარებს კონკურსს. კონკურსში გამარჯვებული სულ მცირე უნდა აკმაყოფილებდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ  სავალდებულო  კრიტერიუმებს.

2.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციას ანიჭებს აკრედიტაციის კომისია ამ კანონით დადგენილი წესით.

3.იმ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ, რომლის/რომელთა კოლექტიური მართვისთვის მინიჭებული არ არის აკრედიტაცია, ავტორების ან/და სხვა უფლების მფლობელების წერილობითი განაცხადის საფუძველზე „საქპატენტი“ ვალდებულია გამოაცხადოს აკრედიტაციის კონკურსი ამ განაცხადის წარდგენიდან 2 თვის ვადაში.

4.აკრედიტაციის კომისია იქმნება „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადების შემდეგ პირველი განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა.

5.აკრედიტაციის კომისიის შემადგენლობაში შედიან „საქპატენტის“ თავმჯდომარე (აკრედიტაციის კომისიის თავმჯდომარე), საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შერჩეული საქართველოს პარლამენტის 2 წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

6.აკრედიტ აციის კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან მხარეების დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქმის გადასაწყვეტად განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი ხმის მიცემის უფლებით ან ამ უფლების გარეშე.

7.აკრედიტაციის კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში აკრედიტაციის კომისია ამოწმებს კანდიდატის შესაბამისობას ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილ აკრედიტაციის მოთხოვნებთან. აკრედიტაციის კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებით მოითხოვოს ისეთი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა, რომელიც აუცილებელია  იმის შესაფასებლად, თუ რამდენად აკმაყოფილებს კანდიდატი ამ კანონით დადგენილ აკრედიტაციის მოთხოვნებს.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ აკრედიტაციის კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის მინიჭების ან აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

9.აკრედიტაციის კომისიას ჰყავს სამდივნო, რომლის შემადგენლობას „საქპატენტის“ თანამშრომლებისგან განსაზღვრავს „საქპატენტის“ თავმჯდომარე.

10.აკრედიტაციის კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს აკრედიტაციის კომისიის სამდივნო. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3878 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №106 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 64შემდეგი მუხლი 66

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • EdTech შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სტარტაპის დაფუძნება და სტრუქტურირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 დეკ. 2025 · №18

  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 8 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 64

მიუთითებენ მასზე

მუხლი 17მუხლი 62მუხლი 64

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 64აკრედიტაცია
  • 66¹⁸აკრედიტაციის შეწყვეტა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 203საჯარო სამართლის იურიდიული პირის

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 19აკრედიტაციის ჩატარება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 96აკრედიტაციის ეროვნული სისტემა
  • 99აკრედიტაციის ცენტრი

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 11საგამოცდო კომისია
  • 29საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  • 9 (დანართი 1)საგამოცდო კომისია

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 64აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი

მაუწყებლობის შესახებ

  • 9კომისიის შემადგენლობა

საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

  • 33 (დანართი 1)საპრეტენზიო კომისია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
64176266¹⁸64919969933 (დ…11299 (და…20365
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …საქართველოს პარლამენტი…განათლების ხარისხის გა…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს პატენტრწმუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026