Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუმაღლესი განათლების შესახებმუხლი 51

უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 51. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მასწავლებლის დასაქმება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹233¹456

1.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას, უფლებამოსილია განახორციელოს ეროვნული შეფასებები და საერთაშორისო კვლევები,  ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

1¹.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების წარმოებას მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მონაცემთა ბაზების წარმოებისას და ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებისას, აგრეთვე სხვა უფლებამოსილებების განხორციელებისას შეგროვებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს თავის ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, ტელეფონი, დაზღვეული საფოსტო გზავნილი, ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა. 1​ 2 . შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის შესაძლებელია დადგინდეს საფასური, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს მინისტრი.

2.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს მინისტრი.

3.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3¹.შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას უფლება აქვს, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ელექტრონული ფორმით დოკუმენტის მიღების, შენახვისა და გაცემის წესსა და პირობებს ადგენს მინისტრი.

4.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგები სავალდებულოა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში გაცემულ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ან მასთან გათანაბრებულ დოკუმენტს.

5.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები სავალდებულოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

6.მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომლებიც წარადგენენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2941 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.123 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5718 – ვებგვერდი, 09.03.2012წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №917 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №655 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ.

რედაქციების შედარება

1. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას, უფლებამოსილია განახორციელოს ეროვნული შეფასებები და საერთაშორისო კვლევები,  ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს. 1 1 . შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების წარმოებას მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მონაცემთა ბაზების წარმოებისას და ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებისას, აგრეთვე სხვა უფლებამოსილებების განხორციელებისას შეგროვებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს თავის ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, ტელეფონი, დაზღვეული საფოსტო გზავნილი, ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა. 1​ 2 . შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის შესაძლებელია დადგინდეს საფასური, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს მინისტრი. 2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს მინისტრი. 3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3 1 . შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას უფლება აქვს, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ელექტრონული ფორმით დოკუმენტის მიღების, შენახვისა და გაცემის წესსა და პირობებს ადგენს მინისტრი. 4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგები სავალდებულოა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.დაწესებულებისათვის და უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს მოქალაქეზე ან რეზიდენტზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის საფუძველია. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში გაცემულ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ან მასთან გათანაბრებულ დოკუმენტს. 5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები სავალდებულოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. 6. მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომლებიც წარადგენენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2941 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.123 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5718 – ვებგვერდი, 09.03.2012წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №917 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №655 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 16 დეკ. 2025
წინა მუხლი 50¹შემდეგი მუხლი 52

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მასწავლებლის სერტიფიცირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №127

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-16
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 53ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდები
  • 7სამინისტროს უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში
  • 10უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კომპეტენციათა გამიჯვნა

სახელმწიფო ენის შესახებ

  • 34სახელმწიფო ენის გამოცდა

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 3განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  • 5ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 96აკრედიტაციის ეროვნული სისტემა
  • 99აკრედიტაციის ცენტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • 2სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

ზოგადი განათლების შესახებ

  • 26სამინისტროს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

პროფესიული განათლების შესახებ

  • 15საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 51სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2152653710359699345151
მნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…სახელმწიფო ენის შესახე…განათლების ხარისხის გა…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს განათლების…ზოგადი განათლების შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026