სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

მუხლი 51. საგანგებო ზომები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველსაყოფად

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 4 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

თუ დასაბუთებულია, რომ სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის სერიოზულ რისკს შეიცავს და არსებული საშუალებებითა და რესურსებით ვერ ხერხდება მისი თავიდან აცილება, სააგენტო ვალდებულია, შექმნილი ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს შემდეგი ზომები: ა) ადგილობრივი წარმოშობის სურსათთან/ცხოველის საკვებთან მიმართებით: ა.ა) გარკვეული ვადით შეაჩეროს სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება; ა.ბ) მოსახლეობას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების მოხმარებისგან დროებით თავის შეკავების შესახებ; ა.გ) განსაზღვროს სპეციალური მოთხოვნები რისკის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი მაღალი რისკის შემცველ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებით; ა.დ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო საგანგებო ზომები; ბ) იმპორტირებულ სურსათთან/ცხოველის საკვებთან მიმართებით: ბ.ა) გარკვეული ვადით შეაჩეროს სურსათის/ცხოველის საკვების იმპორტი ექსპორტიორი ქვეყნიდან ან მისი რომელიმე ნაწილიდან, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − ტრანზიტის ქვეყნიდან; ბ.ბ) განსაზღვროს სპეციალური მოთხოვნები ექსპორტიორ ქვეყანასთან, მის რომელიმე რეგიონთან ან ტრანზიტის ქვეყანასთან მიმართებით რისკის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი მაღალი რისკის შემცველ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებით; ბ.გ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო საგანგებო დროებითი ზომები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 25 მაი. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
142726413⁶42218¹11695651
მითითებამნიშვნელობით ახლოსსურსათის/ცხოველის საკვ…საზოგადოებრივი ჯანმრთე…სურსათად/ცხოველის საკვ…სურსათის დანაკარგებისა…საგანგებო მდგომარეობის…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა