1.სააგენტო შეიმუშავებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
2.კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმით კონკრეტულად განისაზღვრება რისკის დონე, რომლის აღკვეთა, აღმოფხვრა ან მისაღებ დონემდე შემცირება გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული.
3.კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმით კონკრეტულად განისაზღვრება იმ ქმედებებისა და ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებელია კრიზისის სამართავად, კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნის, გამჭვირვალობისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვის და მომხმარებლებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით.
4.კრიზისული მდგომარეობის დროს იქმნება კრიზისის მართვის ჯგუფი, რომლის მუშაობაში, საჭიროების შემთხვევაში, სამეცნიერო კონსულტაციების გაწევისათვის მონაწილეობენ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
5.კრიზისის მართვის ჯგუფს ევალება, შეაგროვოს და შეაფასოს ყველა არსებული ინფორმაცია და განახორციელოს მოქმედების სხვადასხვა ვარიანტის იდენტიფიკაცია, რათა დროულად და ეფექტიანად მოხდეს ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღესა და გარემოზე ზეგავლენის რისკების აღმოფხვრა, შემცირება და თავიდან აცილება.
6.კრიზისის მართვის ჯგუფი უფლებამოსილია დახმარებისათვის მიმართოს ნებისმიერ პირს, რომლის ცოდნა და გამოცდილება საჭირო იქნება კრიზისის ეფექტიანად რეგულირებისათვის.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1649 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
თავი XIII. ვეტერინარული კარანტინი და მცენარეთა კარანტინი
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააგენტო შეიმუშავებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.2. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმით კონკრეტულად განისაზღვრება რისკის დონე, რომლის აღკვეთა, აღმოფხვრა ან მისაღებ დონემდე შემცირება გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული.3. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმით კონკრეტულად განისაზღვრება იმ ქმედებებისა და ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებელია კრიზისის სამართავად, კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნის, გამჭვირვალობისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვის და მომხმარებლებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით.4. კრიზისული მდგომარეობის დროს იქმნება კრიზისის მართვის ჯგუფი, რომლის მუშაობაში, საჭიროების შემთხვევაში, სამეცნიერო კონსულტაციების გაწევისათვის მონაწილეობენ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.5. კრიზისის მართვის ჯგუფს ევალება, შეაგროვოს და შეაფასოს ყველა არსებული ინფორმაცია და განახორციელოს მოქმედების სხვადასხვა ვარიანტის იდენტიფიკაცია, რათა დროულად და ეფექტიანად მოხდეს ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღესა და გარემოზე ზეგავლენის რისკების აღმოფხვრა, შემცირება და თავიდან აცილება.6. კრიზისის მართვის ჯგუფი უფლებამოსილია დახმარებისათვის მიმართოს ნებისმიერ პირს, რომლის ცოდნა და გამოცდილება საჭირო იქნება კრიზისის ეფექტიანად რეგულირებისათვის.საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1649 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.თავი XIII. ვეტერინარული კარანტინი და მცენარეთა კარანტინი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №8 · ძალაშია 14 დეკ. 2017-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
14 დეკ. 2017 – 1 იან. 2020ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 2 მაი. 2014
52-ე მუხლში გეგმა ახლა სამივე სფეროს მოიცავს, მე-2 პუნქტი დაზუსტდა და დაემატა კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნა, მისი ამოცანები და უფლებამოსილება.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსურსათის/ცხოველის საკვ…ენერგეტიკისა და წყალმო…ატმოსფერული ჰაერის დაც…დაცული ტერიტორიების სი…პენიტენციური კოდექსისაზოგადოებრივი ჯანმრთე…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა