კონკურენციის შესახებ

მუხლი 7. კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 20 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ლიანა ზაგაშვილიგურანდა გრიგოლიასანდრო სარუხანიშვილი

1.აკრძალულია, ეკონომიკურ აგენტებს შორის ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაციის ფარგლებში დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა (შემდგომ – შეთანხმება), კერძოდ: ა) შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება); ბ) წარმოების, ბაზრის, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა; გ) ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილება; დ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება; ე) გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელსაც გარიგების საგანთან საგნობრივი და კომერციული კავშირი არ აქვს.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული აკრძალული შეთანხმება ბათილია, თუ მასზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი გამონაკლისები. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 4

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-595-592(კ-17)2017-09-2815ადმინისტრაციული
    კრებულიდოქტრინული დასაშვებობა (T5)

    კონკურენციის სააგენტოს მიერ საწვავის ბაზარზე სავარაუდო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ბათილად ცნობა

    შპს სადავოდ ხდიდა კონკურენციის სააგენტოს ბრძანებასა და გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც მას ჯარიმა დაეკისრა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ფასების პარალელიზმი თავისთავად არ ადასტურებს კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებას და ორგანომ უნდა გამოიკვლიოს ქმედების დამაჯერებელი ალტერნატიული ახსნები. არსებითად გამოუკვლეველი გარემოებების შემთხვევაში სასამართლო ვერ ჩაანაცვლებს ადმინისტრაციულ წარმოებას. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აქტის შესაბამისი ნაწილის ბათილად ცნობისა და საკითხის სააგენტოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.

  • №ას-888-20212022-01-2676სამოქალაქო
    დაუშვებლობა (T5)

    აძლევს თუ არა ხელშეკრულების პირობების გადახედვაზე შეუთანხმებლობა მხარეს ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტის უფლებას?

    დავა ეხებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლისა და ანგარიშსწორების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულების პირობების გადახედვაზე შეუთანხმებლობა მოცემულ გარემოებებში მისი ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი არ იყო, ხოლო მიუღებელი შემოსავალი დადასტურებული და მოპასუხისთვის სავარაუდო იყო. სასამართლომ გაიზიარა პირგასამტეხლოს დაკისრებაც და დაასკვნა, რომ კასატორმა დასაბუთებული შედავება ვერ წარმოადგინა. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და დარჩა განუხილველად.

  • №ბს-500-497(კ-17)2017-07-1415ადმინისტრაციული
    დაუშვებლობა (T5)

    კონკურენციის დარღვევის დადგენისა და საწარმოსთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ აქტის სადავო ნაწილში ბათილად ცნობა

    საწარმომ კონკურენციის სააგენტოს მიერ კონკურენციის დარღვევის დადგენა და ჯარიმის დაკისრება გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ფასთა პარალელიზმი თავისთავად არ ადასტურებს მართლსაწინააღმდეგო შეთანხმებას და პირდაპირი მტკიცებულების არარსებობისას საჭიროა სარწმუნო არაპირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სასამართლომ დაადგინა, რომ სააგენტოს საქმის არსებითი გარემოებები სათანადოდ არ გამოუკვლევია და გადაწყვეტილება საკმარისი მტკიცებულებებით არ დაუსაბუთებია. სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, ხოლო უცვლელად დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომელმაც აქტი სადავო ნაწილში გააბათილა და სააგენტოს საკითხის ხელახლა გადაწყვეტა დაავალა.

  • №ბს-690-277(კ-კს-05)2006-01-1836ადმინისტრაციული
    განსჯადობა / პროცესუალური (T3)

    სარკინიგზო სატარიფო ბრძანებების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა სამინისტროს საფრახტო პოლიტიკის ბრძანებისა და სარკინიგზო საწარმოს სატარიფო ბრძანების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კერძო პირი დელეგირებული საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას შესაბამის სფეროში ადმინისტრაციულ ორგანოდ მოქმედებს, თუმცა კონკრეტულ საქმეში დელეგირება დამატებით უნდა გამოკვლეულიყო. პალატამ ასევე მიუთითა, რომ საწარმოს ბრძანების ინდივიდუალურ აქტად მიჩნევა დაუსაბუთებელი იყო და მისი ბუნებისა და სარჩელის დასაშვებლობის წინაპირობების შეფასება აუცილებელი იყო. გასაჩივრებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა და საქმე იმავე ნაწილში ხელახლა განსახილველად დაბრუნდა სასამართლოში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 1 აპრ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2021 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 21 სექ. 2020

    მე-7 მუხლს დაემატა სათაური და პირველი პუნქტი, რომელიც კრძალავს კონკურენციის შემზღუდველ ხელშეკრულებას, გადაწყვეტილებასა და შეთანხმებულ ქმედებას და „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით ჩამოთვლის აკრძალულ სახეებს.

  2. · გამოქვეყნდა 27 მარ. 2014

    მე-7 მუხლი გაიყო ორ პუნქტად: პირველში აკრძალვის კრიტერიუმი გახდა მიზანი ან შედეგი და დაემატა ბაზრების განაწილება და ინვესტიციების შეზღუდვა; მე-2 პუნქტით აკრძალული შეთანხმება ბათილია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁷⁵21⁸⁴21⁷⁶22818222333233¹91011³257
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონკურენციის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…მომხმარებლის უფლებების…კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა