ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ეკონომიკური აგენტი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სხვა გაერთიანება ან ასოციაცია, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, განურჩევლად რეზიდენტობისა, იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმისა; ბ) კონკურენცია – შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან პოტენციურ ეკონომიკურ აგენტ ებს შორის მეტოქეობა ამ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად; გ) კონკურენტი ეკონომიკური აგენტი – შესაბამის ბაზარზე მოქმედი ან პოტენციური ეკონომიკური აგენტი; დ) პოტენციური კონკურენტი ეკონომიკური აგენტი − დაინტერესებული ეკონომიკური აგენტი, რომელსაც აქვს დასაბუთებული განზრახვა შესაბამის ბაზარზე შესასვლელად; ე) არაკონკურენტი ეკონომიკური აგენტი − ეკონომიკური აგენტი, რომელიც არ არის კონკურენტი ეკონომიკური აგენტი; ვ) ურთიერთჩანაცვლებადი საქონელი და მომსახურება – საქონელი ან საქონელთა ჯგუფი ან/და მომსახურება ან მომსახურებათა ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი ფუნქციური დანიშნულების, გამოყენების, მოთხოვნის არსებითად დაკმაყოფილების ან სხვა მახასიათებლების მიხედვით შეიძლება მეორით ჩანაცვლდეს მოხმარების ან/და საწარმოო პროცესში; ზ) შესაბამისი ბაზარი – საქონლის, ურთიერთჩანაცვლებადი საქონლის ან მომსახურების მიმოქცევის სფერო გარკვეულ ტერიტორიაზე, რომლის საზღვრებიც დგინდება საქონლის/მომსახურების შეძენის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით და შეიძლება მოიცავდეს საქართველოს მთელ ტერიტორიას, საქართველოს ტერიტორიის ნაწილს ან საქართველოს მთელ ტერიტორიას ან მის ნაწილს სხვა ქვეყნის ტერიტორიასთან ან მის ნაწილთან ერთად; თ) (ამოღებულია - 16.09.2020, №7126). ი) დომინანტური მდგომარეობა – შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ისეთი მდგომარეობა, რომელიც მას/მათ საშუალებას აძლევს, იმოქმედოს/იმოქმედონ კონკურენტი ეკონომიკური აგენტებისგან, მიმწოდებლებისგან, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს/მოახდინონ შესაბამის ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია. თუკი სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, ეკონომიკური აგენტი/ეკონომიკური აგენტები არ ჩაითვლება/არ ჩაითვლებიან დომინანტური მდგომარეობის მქონედ/მქონეებად, თუ შესაბამის ბაზარზე მისი/მათი წილი 40 პროცენტს არ აღემატება. ორი ან ორზე მეტი ეკონომიკური აგენტიდან თითოეული ჩაითვლება დომინანტური მდგომარეობის მქონედ, თუ ისინი არ განიცდიან მნიშვნელოვან კონკურენციას განსახილველი ჯგუფის შიგნით და მის მიღმა შესაბამის ბაზარზე მოქმედი სხვა ეკონომიკური აგენტებისგან, ნედლეულის წყაროს და გასაღების ბაზრის შეზღუდული ხელმისაწვდომობის, შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ამასთანავე: ი.ა) არაუმეტეს 3 ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 50 პროცენტს აღემატება, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია; ი.ბ) არაუმეტეს 5 ყველაზე მნიშვნელოვანი წილის მქონე ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 80 პროცენტს აღემატება, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია; კ) (ამოღებულია - 21.03.2014, №2159) ; ლ) ურთიერთდამოკიდებული პირები – პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან/და მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან: ლ.ა) პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და იმავდროულად სხვა ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია, რაც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი; ლ.ბ) პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და იმავდროულად ფლობს სხვა ეკონომიკური აგენტის ხმის უფლების მქონე აქციების/წილის ისეთ ოდენობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი; ლ.გ) პირი, რომელიც ფლობს ერთი ეკონომიკური აგენტის მნიშვნელოვან ხმის უფლებას და იმავდროულად – სხვა ეკონომიკური აგენტის მნიშვნელოვან ხმის უფლებას, რაც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი; ლ.დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ურთიერთდამოკიდებული პირები; მ) კონტროლი – ისეთი მდგომარეობა, როდესაც პირს შეუძლია პირდაპირ ან არაპირდაპირ არსებითი გავლენა მოახდინოს ეკონომიკური აგენტის გადაწყვეტილებაზე და იმავდროულად: მ.ა) პირი ფლობს ეკონომიკური აგენტის ხმის უფლების მქონე აქციების/წილის ისეთ ოდენობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, დანიშნოს მმართველი ორგანოს წევრთა უმრავლესობა; მ.ბ) პირი ფლობს საოპერაციო აქტივებს მთლიანად ან მათ მნიშვნელოვან ნაწილს; მ.გ) პირი არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი; მ.დ) პირს აქვს მნიშვნელოვანი ხმის უფლება გარიგებებზე; ნ) განმცხადებელი – პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომ არსებითად ირღვევა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, თუმცა ამის შედეგად მას უშუალოდ არ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს; ო) მომჩივანი – ეკონომიკური აგენტი, რომელსაც მიაჩნია, რომ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მას უშუალოდ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი საჩივრით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს; ო 1 ) თანამშრომლობის პროგრამა − კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში პირის ამ კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების სპეციალური წესი; პ) ჰორიზონტალური შეთანხმება – შეთანხმება წარმოების რგოლის ან/და სადისტრიბუციო რგოლის ერთსა და იმავე დონეზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს ან/და პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის; ჟ) ვერტიკალური შეთანხმება − შეთანხმება შესაბამის ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს ან/და პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის, რომელთაგან თითოეული, ამ შეთანხმების მიზნებისთვის, მოქმედებს წარმოების რგოლის ან/და სადისტრიბუციო რგოლის სხვადასხვა დონეზე, ამასთანავე, ეს შეთანხმება ეხება მხარეების მიერ საქონლის ან მომსახურების შეძენის ან/და გაყიდვის პირობებს; რ) ეკონომიკის რეგულირებადი სფერო – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სფერო, მუნიციპალური მომსახურების სფერო, რომელშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია და რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეგულირებად ეკონომიკურ სფეროდ განისაზღვრება და სატარიფო რეგულირებას ექვემდებარება; ს) სახელმწიფო დახმარება – სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ საბიუჯეტო სახსრების ან სახელმწიფო რესურსების გადაცემით ან სხვა შეღავათის დაწესებით ეკონომიკური აგენტისთვის შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მინიჭება; ტ) სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო – სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფოს 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო, სახელმწიფოს სახელით მოქმედი შუამავალი ეკონომიკური აგენტი, რომელიც სახელმწიფო დახმარების გაცემის მიზნით შესაბამის უფლებამოსილებას პირდაპირ ან არაპირდაპირ იყენებს; უ) (ამოღებულია - 16.09.2020, №7126); ფ) (ამოღებულია - 16.09.2020, №7126). საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6544 - ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1040 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1586 - ვებგვერდი, 03.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5650 – ვებგვერდი, 27.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №16 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 აპრ. 2021 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 8
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 11 დეკ. 2023
მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებში განცხადებისა და საჩივრის ადრესატად დასახელებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო.
- · გამოქვეყნდა 21 სექ. 2020
„ტ“ ქვეპუნქტში (სახელმწიფო დახმარების გამცემი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო შეიცვალა მუნიციპალიტეტის ორგანოთი.
მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტში რეგულირებადი სფეროს განმარტებაში მითითებული ენერგეტიკის კანონი შეიცვალა კანონით „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“; დანარჩენი ჩამონათვალი უცვლელია.
- · გამოქვეყნდა 27 მარ. 2014
მე-3 მუხლში ახლებურად ჩამოყალიბდა შესაბამისი ბაზრის, დომინირებული მდგომარეობის (ჯგუფური დომინირების ზღვრებით), ურთიერთდამოკიდებული პირების, კონტროლის, განმცხადებლისა და მომჩივნის, შეთანხმებების, რეგულირებადი სფეროსა და სახელმწიფო დახმარების განმარტებები; „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულია.
მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის განმარტებაში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისგან ამოღებულია განსაზღვრება „დამოუკიდებელი“; დანარჩენი განმარტება უცვლელია.
მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტში რეგულირებად ეკონომიკურ სფეროთა განმსაზღვრელი აქტი პრეზიდენტის ბრძანებულებიდან მთავრობის დადგენილებად შეიცვალა; „ასევე“ „აგრეთვე“-თი ჩანაცვლდა.
მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტში მარეგულირებელი ორგანო მრავლობით რიცხვშია ჩამოყალიბებული და სატარიფო რეგულირების მქონე სფეროებს დაემატა პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული მუნიციპალური მომსახურების სფეროები.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი
ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი
კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე კობერიძე
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი საბანაშვილი
არქიტექტორი , ურბანისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

