მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ

მუხლი 3. მაჭახელას ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მაჭახელას ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზ­ღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად.

2.მაჭახელას ეროვნული პარკის საერთო ფართობისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის მიწები სახელმწიფოს საკუთრებაა და გასხვისებას არ ექვემდებარება.

3.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დასაშვებია ბუნებრივი რესურსებით (გარდა წიაღისა) რაციონალური სარგებლობა, მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე თემებში შემავალი დასახლებული პუნქტების მოსახლეობის საჭიროებათა გათვალისწინებით.

4.მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აკრძალულია წიაღით სარგებლობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5957 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 29 მაი. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 28 მაი. 2020

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2212641557166²3
მითითებამნიშვნელობით ახლოსმაჭახელას ეროვნული პარ…მაჭახელას დაცული ლანდშ…მტირალას ეროვნული პარკ…რაჭის დაცული ტერიტორიე…თბილისის ეროვნული პარკ…დაცული ტერიტორიების სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა