Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 41⁶

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 41⁶. საჩივრის წარმოებაში მიღება

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომისია საჩივარს წარმოებაში იღებს, თუ საჩივარი და მასზე დართული დოკუმენტაცია/ინფორმაცია აკმაყოფილებს ამ კანონის 41 5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის მოთხოვნებს.

2.კომისია საჩივარს წარმოებაში აგრეთვე არ იღებს, თუ დაკმაყოფილებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) არსებობს კომისიის გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება, ან კომისიაში დავა დასრულდა მორიგებით; ბ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; გ) სასამართლოს წარმოებაშია საქმეზე დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; დ) არბიტრაჟის წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით ან არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან დავა დასრულდა მხარეთა მორიგებით; ე) გასულია ამ კანონის 41 2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა; ვ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საჩივრის განხილვა შეწყდა მომხმარებლის მოთხოვნით, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3.საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს საჩივრის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

4.თუ კომისიაში წარდგენილი საჩივარი და თანდართული დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ აკმაყოფილებს ამ კანონის 41 5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის მოთხოვნებს, კომისია მომხმარებელს აღნიშნულის შესახებ წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული) ფორმით აცნობებს და განუსაზღვრავს 7 კალენდარულ დღეს საჩივარში არსებული ხარვეზის (ხარვეზების) გამოსასწორებლად. კომისია უფლებამოსილია აღნიშნული ვადის ამოწურვამდე მომხმარებლის მიერ ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში ხარვეზის (ხარვეზების) გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა გააგრძელოს დამატებით არაუმეტეს 7 კალენდარული დღით. თუ მომხმარებელმა ხარვეზი (ხარვეზები) არ გამოასწორა, კომისია საჩივარს წარმოებაში არ მიიღებს. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ივნ. 2012 – 1 იან. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 41⁵შემდეგი მუხლი 41⁷

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 1 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 41²მუხლი 41⁵

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁹კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება და დავის განხილვის შეწყვეტა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 300საჩივრის წარმოებაში მიღება

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 37¹¹საჩივრის წარმოებაში მიღება
  • 37¹²საჩივრის განხილვაზე უარის თქმა ან მისი წარმოების შეწყვეტა

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 26საქმის წარმოების დაწყება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 197¹სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა, საჩივრისა და საქმის მასალების გადაგზავნა ზემდგომ სასამართლოში
  • 363⁴სარჩელის წარმოებაში მიღება
  • 363⁵⁶სარჩელის წარმოებაში მიღება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  • 14 (დანართი 1)საჩივრების განხილვა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 155სადავო საკითხების განხილვა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23⁹საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 90საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26197¹363⁴363⁵⁶23⁹30041²41⁵41⁹37¹¹37¹²1559014 (დ…41⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს საგადასახა…დაგროვებითი პენსიის შე…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს პატენტრწმუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026