აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 106. უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციები

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 25 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უმაღლეს საბჭოს აქვს ოფიციალური ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნების რეგიონების წარმომადგენელობით ორგანოებთან. აღნიშნულ ურთიერთობებში უმაღლესი საბჭოს უმაღლესი წარმომადგენელია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

2.საზღვარგარეთის ქვეყნებში უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ დელეგაციებს, როგორც წესი, ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით მისი მოადგილე ან უმაღლესი საბჭოს წევრი.

3.უმაღლესი საბჭოს წევრები საზღვარგარეთ სამსახურებრივი ვიზიტის შესახებ, ხოლო უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი უმაღლესი საბჭოს დელეგაციის საზღვარგარეთ ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშს, ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენენ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

4.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს სახელით საზღვარგარეთის ქვეყნების რეგიონების წარმომადგენლობით ორგანოებთან დადოს შეთანხმებები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული უფლებამოსილება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციის სხვა წევრს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 3 სექტემბრის რეგლამენტი №13 - ვებგვერდი, 04.09.2026 წ. თავი XIV უმაღლესი საბჭოს მიერ კონტროლის განხორციელება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 4 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 106-ე მუხლის მე-2 პუნქტში დელეგაციის ხელმძღვანელად თავმჯდომარის დავალებით დასახელებულია „მისი მოადგილე“, სიტყვა „ერთ-ერთის“ გარეშე.

  2. 106-ე მუხლის ორივე პუნქტი ამოღებულია; ხელმოწერისა და გამოქვეყნების ვადები ახლა 105-ე მუხლშია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8 (და…12 (დ…913120125199387216106
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა