Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 105

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 105. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის ფორმირება

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 8 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას და მთავრობისათვის წარდგენას  უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს არაუგვიანეს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი მტკიცდება უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, დადგენილებით. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტში უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი მორიგი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოსათვის მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების შესაბამისად.

3.უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირება ხდება კომიტეტების, ფრაქციების, ხაზინადართა საბჭოს და უმაღლესი საბჭოს აპარატის წინადადებების საფუძველზე.

4.უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტს, უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის სახით, თავის დასკვნასთან ერთად არაუგვიანეს 1 ივნისისა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განსახილველად გადასცემს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელსაც დადგენილების პროექტი განსახილველად შეაქვს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში.

5.რესპუბლიკურ ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით – დადგენილებით.

6.უმაღლესი საბჭოსათვის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირების თაობაზე შესაბამის წინადადებებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების პროექტის მომზადებისა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისთვის წარდგენის მიზნით უგზავნის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. კომიტეტის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი გადაეცემა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელსაც დადგენილების პროექტი შეაქვს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში.

7.უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს უმაღლესი საბჭოსათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი გადანაწილების პროცენტული ოდენობის მიხედვით – უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით.

8.შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინების და უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე იღებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 18 მარტის რეგლამენტი №03 - ვებგვერდი, 19.03.2021 წ. თავი XIII უმაღლესი საბჭოს საგარეო ურთიერთობები

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 მარ. 2021
  2. 15 აგვ. 2014
წინა მუხლი 104შემდეგი მუხლი 106

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-07-08 · №37

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2021-03-19
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 100რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 138უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის ფორმირება
  • 122რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება
  • 120რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 27ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განსაკუთრებული დაფინანსების წესი
  • 30რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება
  • 28რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 7აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 26უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 13აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 102ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 143პარლამენტის ბიუჯეტის ფორმირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
72610210013812212013273028143105
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…უმაღლესი განათლების შე…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 8 ივლ. 2026