საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 216. ერთჯერადი საპარლამენტო დელეგაციები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საგარეო ურთიერთობებში პარლამენტის უმაღლესი წარმომადგენელია პარლამენტის თავმჯდომარე. მხოლოდ ის არის უფლებამოსილი, სხვა სახელმწიფოთა პარლამენტებთან, საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან დადოს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები.

2.ერთჯერად საპარლამენტო დელეგაციას, როგორც წესი, ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – მისი ერთ-ერთი მოადგილე ან პარლამენტის წევრი.

3.პარლამენტის წევრი სხვა სახელმწიფოში სამსახურებრივი ვიზიტის შესახებ ანგარიშს, ხოლო ერთჯერადი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი – საპარლამენტო დელეგაციის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და ამ სახელმწიფოში გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშს ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 14 დღისა წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის კომიტეტის, ფრაქციის, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის მოთხოვნით, ეს ანგარიში შეიძლება პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე განიხილოს.

4.პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრების ან ახალი ასამბლეის შექმნაში მონაწილეობის თაობაზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საგარეო ურთიერთობებში პარლამენტის უმაღლესი წარმომადგენელია პარლამენტის თავმჯდომარე. მხოლოდ ის არის უფლებამოსილი, სხვა სახელმწიფოთა პარლამენტებთან, საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან დადოს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები. 2. ერთჯერად საპარლამენტო დელეგაციას, როგორც წესი, ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – მისი ერთ-ერთი მოადგილე ან პარლამენტის წევრი. 3. პარლამენტის წევრი სხვა სახელმწიფოში სამსახურებრივი ვიზიტის შესახებ ანგარიშს, ხოლო ერთჯერადი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი – საპარლამენტო დელეგაციის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და ამ სახელმწიფოში გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშს ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 14 დღისა წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის კომიტეტის, ფრაქციის, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის მოთხოვნით, ეს ანგარიში შეიძლება პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე განიხილოს. 4. პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრების ან ახალი ასამბლეის შექმნაში მონაწილეობის თაობაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40365210666125701421721821216
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა