Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 95

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 95. კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა იწყება მისი პირველი მოსმენით განხილვით, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა იწყება კანონპროექტის ინიციატორის ან მის მიერ დანიშნული წარმომადგენლის გამოსვლით.

3.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 30 წუთამდე).

4.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას მომხსენებელი სხვა საკითხებთან ერთად სხდომას შეახსენებს, თუ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე გამოთქმული რომელი შენიშვნა/ალტერნატიული წინადადება (ავტორის დასახელებით) იქნა გათვალისწინებული, რომელი − არა და რატომ.

5.მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არაუმეტეს 1 წუთით. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების დასმის შეწყვეტის შესახებ.

6.შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.

7.მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს.

8.თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი, თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი, და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლა – 5 წუთს.

9.წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები, რომელთა სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების გამოსვლების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის ზოგადი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე.

10.მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები, ასევე უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმთან განთავსებული ტრიბუნიდან.

11.გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.

12.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად ითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი ან კენჭისყრის შედეგად გაიზიარებს უმაღლესი საბჭო. იმისათვის, რომ შენიშვნა დადგეს კენჭისყრაზე, ის უნდა იყოს წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადების სახით.

13.კანონპროექტის პირველი მოსმენის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭო კენჭისყრით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) კანონპროექტის (ალტერნატიული კანონპროექტებიდან ერთ-ერთის საფუძვლად) პირველი მოსმენით მიღების შესახებ; ბ) ალტერნატიული წინადადებების გათვალისწინებით ახალი კანონპროექტის შემუშავების შესახებ.

14.კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის ხმათა საჭირო რაოდენობას, უარყოფილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის უარყოფის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 მაისის რეგლამენტი №72-IIს - ვებგვერდი, 22.05.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა იწყება მისი პირველი მოსმენით განხილვით, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა იწყება კანონპროექტის ინიციატორის ან მის მიერ დანიშნული წარმომადგენლის გამოსვლით. 3. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 30 წუთამდე). 4. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას მომხსენებელი სხვა საკითხებთან ერთად სხდომას შეახსენებს, თუ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე გამოთქმული რომელი შენიშვნა/ალტერნატიული წინადადება (ავტორის დასახელებით) იქნა გათვალისწინებული, რომელი − არა და რატომ. 5. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არაუმეტეს 1 წუთით. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების დასმის შეწყვეტის შესახებ. 6. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. 7. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. 8. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი, თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი, და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლა – 5 წუთს. 9. წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები, რომელთა სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების გამოსვლების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის ზოგადი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე. 10. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები, ასევე  უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმთან განთავსებული ტრიბუნიდან. 11. გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი. 12. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად ითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი ან კენჭისყრის შედეგად გაიზიარებს უმაღლესი საბჭო. იმისათვის, რომ შენიშვნა დადგეს კენჭისყრაზე, ის უნდა იყოს წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადების სახით. 13. კანონპროექტის პირველი მოსმენის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭო კენჭისყრით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) კანონპროექტის (ალტერნატიული კანონპროექტებიდან ერთ-ერთის საფუძვლად) პირველი მოსმენით მიღების შესახებ; ბ) ალტერნატიული წინადადებების გათვალისწინებით ახალი კანონპროექტის შემუშავების შესახებ. 14. კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის ხმათა საჭირო რაოდენობას, უარყოფილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის უარყოფის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 მაისის რეგლამენტი №72-IIს - ვებგვერდი, 22.05.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 22 მაი. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 22 მაი. 2023
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 94შემდეგი მუხლი 96

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 აპრ. 2026 · №18

  • 1 ცვლილება · ბოლო 22 მაი. 2023
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 101მუხლი 104მუხლი 97

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 98კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა
  • 96კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა
  • 129თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 79კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და მიღება
  • 111თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
  • 66ხმის მიცემა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 106კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა
  • 107კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა
  • 109კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 10 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 383საქმის ზეპირი განხილვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 37

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10 (დ…38379111663710110497989612910610710995
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სამოქალაქო…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026