Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 118

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 118. საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის არჩევის წესი

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.უმაღლესი საბჭო, თავისი შემადგენლობიდან, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა, ფარული კენჭისყრით ირჩევს საჯარო სამსახურის საბჭოს 1 წევრს.

2.საჯარო სამსახურის საბჭოს წევრობის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციან ჯგუფს.

3.კანდიდატის დასახელების შესახებ განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით.

4.კანდიდატის დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას. კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა ყოველგვარი ახსნა-­განმარტების გარეშე. თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.

5.თუ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

6.თუ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის არჩევისას 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

7.უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

8.უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრი შეიძლება გამოწვეულ იქნეს საჯარო სამსახურის საბჭოდან, თუ ამას სათანადო წერილობითი დადასტურებით მოითხოვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციანი ჯგუფი.

9.უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრი, საჯარო სამსახურის საბჭოდან გამოწვეულად ჩაითვლება, თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა. გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით.

10.უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა­-განმარტების გარეშე განაცხადოს მისთვის საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც შესაბამისი განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც მას გააცნობს უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განცხადების პრეზიდიუმისთვის წარდგენის დღიდან. უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით.

11.უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭო ირჩევს ამ მუხლით დადგენილი წესით უახლოეს სხდომაზე. თავი XVII უმაღლესი საბჭოს აპარატი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უმაღლესი საბჭო, თავისი შემადგენლობიდან, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა, ფარული კენჭისყრით ირჩევს საჯარო სამსახურის საბჭოს 1 წევრს. 2. საჯარო სამსახურის საბჭოს წევრობის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციან ჯგუფს. 3. კანდიდატის დასახელების შესახებ განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით. 4. კანდიდატის დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას. კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა ყოველგვარი ახსნა-­განმარტების გარეშე. თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. 5. თუ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. 6. თუ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის არჩევისას 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. 7. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. 8. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრი შეიძლება გამოწვეულ იქნეს საჯარო სამსახურის საბჭოდან, თუ ამას სათანადო წერილობითი დადასტურებით მოითხოვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციანი ჯგუფი. 9. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრი, საჯარო სამსახურის საბჭოდან გამოწვეულად ჩაითვლება, თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა. გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით. 10. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა­-განმარტების გარეშე განაცხადოს მისთვის საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც შესაბამისი განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც მას გააცნობს უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განცხადების პრეზიდიუმისთვის წარდგენის დღიდან. უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. 11. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭო ირჩევს ამ მუხლით დადგენილი წესით უახლოეს სხდომაზე. თავი XVII უმაღლესი საბჭოს აპარატი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 26 მარ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 117შემდეგი მუხლი 119

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 სექ. 2026 · №39

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 12უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი
  • 66ხმის მიცემა
  • 25კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 145საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის არჩევის წესი
  • 18უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი
  • 23უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 9უმაღლესი საბჭოს

საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

  • 18 (დანართი 1)კომისიის საქმიანობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 9 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს არჩევნები

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 17წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 19საჯარო სამსახურის საბჭო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9 (და…171266251918 (დ…145182349118
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საჯარო სამსახურში კონკ…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 სექ. 2026 · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026