საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 19. საჯარო სამსახურის საბჭო

რედაქცია №75 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საჯარო სამსახურის საბჭო, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო.

2.საჯარო სამსახურის საბჭო შედგება 11 წევრისაგან. საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. საჯარო სამსახურის საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3.საჯარო სამსახურის საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ექვს თვეში ერთხელ მაინც.

4.საჯარო სამსახურის საბჭოს 2 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი თავისი შემადგენლობიდან, 2 წევრს – საქართველოს მთავრობა თავისი შემადგენლობიდან, 2 წევრს – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან, თითო წევრს ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები თავიანთი შემადგენლობებიდან, ხოლო 2 წევრს ირჩევს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლის შესაბამისად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს ქვეყნის მუნიციპალიტეტების ნახევარზე მეტს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა წარმომადგენლებისგან.

5.საჯარო სამსახურის საბჭო უფლებამოსილია: ა) განიხილოს წინადადებები საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფისათვის; ბ) მოისმინოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და ამ ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშაოს რეკომენდაციები; გ) (ამოღებულია - 20.02.20 25, №315) ; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

6.საჯარო სამსახურის საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6991 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საჯარო სამსახურის საბჭო, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო. 2. საჯარო სამსახურის საბჭო შედგება 11 წევრისაგან. საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. საჯარო სამსახურის საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. საჯარო სამსახურის საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ექვს თვეში ერთხელ მაინც. 4. საჯარო სამსახურის საბჭოს 2 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი თავისი შემადგენლობიდან, 2 წევრს – საქართველოს მთავრობა თავისი შემადგენლობიდან, 2 წევრს – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან, თითო წევრს ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები თავიანთი შემადგენლობებიდან, ხოლო 2 წევრს ირჩევს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლის შესაბამისად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს ქვეყნის მუნიციპალიტეტების ნახევარზე მეტს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა წარმომადგენლებისგან. 5. საჯარო სამსახურის საბჭო უფლებამოსილია: ა) განიხილოს წინადადებები საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფისათვის; ბ) მოისმინოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და ამ ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშაოს რეკომენდაციები; გ) (ამოღებულია - 20.02.20 25,  №315) ; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 6. საჯარო სამსახურის საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს 2020 წლის 15  ივლისის კანონი №6991 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 1 აპრ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 21 თებ. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2924¹23³494711820720221814532841419
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საჯარო სამსახურის შესა…საერთო სასამართლოების …სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №75 · ბოლოს შემოწმდა