Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 126

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 126. სხვა თანამდებობის პირის მიერ რეგლამენტის დარღვევა და სანქციები

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რეგლამენტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა რეგლამენტით დადგენილი წესით ეკისრება უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირს, რომელსაც ევალება უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა.

2.თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი დარღვევებისათვის: ა) მოწვეულია უმაღლეს საბჭოში საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება; ბ) არღვევს უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე/შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დაწესებულ პროცედურას; გ) უმაღლეს საბჭოს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას; დ) არ ასრულებს უმაღლესი საბჭოს დადგენილებებსა და რეკომენდაციებს; ე) დაბრკოლებებს უქმნის უმაღლესი საბჭოს წევრს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.

3.უმაღლესი საბჭოს კომიტეტის ან/და პლენარულ სხდომაზე მოწვეული პირი ვალდებულია სხდომის მიმდინარეობის დროს წესრიგი დაიცვას. მას ეკრძალება ისეთი მოქმედება, რომელიც უმაღლესი საბჭოს ან უმაღლესი საბჭოს წევრს ხელს უშლის ფუნქციების შესრულებაში. კენჭისყრისას მან თავი უნდა შეიკავოს შედეგისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისაგან. წესრიგის დამრღვევ სტუმარს სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება დაატოვებინოს კომიტეტის სხდომის დარბაზი ან სხდომათა დარბაზი.

4.უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ შემთხვევას და საკითხს სათანადო რეაგირებისათვის გადასცემს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საბჭო თანამდებობის პირის (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა) მიმართ იყენებს რეაგირების შემდეგ ფორმებს: ა) იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ რეაგირების ზომების მისაღებად; ბ) შესაბამისი უწყების ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მისდამი დაქვემდებარებული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რეგლამენტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა რეგლამენტით დადგენილი წესით ეკისრება უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირს, რომელსაც ევალება უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა. 2. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი დარღვევებისათვის: ა) მოწვეულია უმაღლეს საბჭოში საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება; ბ) არღვევს უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე/შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დაწესებულ პროცედურას; გ) უმაღლეს საბჭოს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას; დ) არ ასრულებს უმაღლესი საბჭოს დადგენილებებსა და რეკომენდაციებს; ე) დაბრკოლებებს უქმნის უმაღლესი საბჭოს წევრს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში. 3. უმაღლესი საბჭოს კომიტეტის ან/და პლენარულ სხდომაზე მოწვეული პირი ვალდებულია სხდომის მიმდინარეობის დროს წესრიგი დაიცვას. მას ეკრძალება ისეთი მოქმედება, რომელიც უმაღლესი საბჭოს ან უმაღლესი საბჭოს წევრს ხელს უშლის ფუნქციების შესრულებაში. კენჭისყრისას მან თავი უნდა შეიკავოს შედეგისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისაგან. წესრიგის დამრღვევ სტუმარს სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება დაატოვებინოს კომიტეტის სხდომის დარბაზი ან სხდომათა დარბაზი. 4.  უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ შემთხვევას და საკითხს სათანადო რეაგირებისათვის გადასცემს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საბჭო თანამდებობის პირის (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა) მიმართ   იყენებს რეაგირების შემდეგ ფორმებს: ა) იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ რეაგირების ზომების მისაღებად; ბ) შესაბამისი უწყების ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მისდამი დაქვემდებარებული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07  - ვებგვერდი, 06.05.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 7 ოქტ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 7 ოქტ. 2021
  2. 6 მაი. 2020
  3. 15 აგვ. 2014

    126-ე მუხლის 1, 2, 5, 6 და 10 პუნქტებში აფხაზეთის კონტროლის პალატა და მისი თავმჯდომარე ყველგან შეცვლილია აუდიტის დეპარტამენტით და მისი უფროსით პროექტის მიღების, დასკვნის წარდგენისა და სხდომაზე დასწრების წესში.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 125შემდეგი მუხლი 127

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 სექ. 2026 · №39

  • 3 ცვლილება · ბოლო 7 ოქტ. 2021
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 13უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები
  • 8უმაღლესი საბჭოს წევრის ზოგადი უფლებები და მოვალეობები
  • 124უმაღლესი საბჭოს წევრისა და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირისთვის სანქციების შეფარდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 154რეგლამენტის დარღვევები და სანქციები სხვა თანამდებობის პირის მიმართ
  • 152უმაღლესი საბჭოს წევრისთვის სანქციების შეფარდება
  • 19უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 231სხვა თანამდებობის პირის მიერ ამ რეგლამენტის დარღვევა და სანქციები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 3უმაღლესი საბჭოს სტატუსი
  • 8უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 85პასუხისმგებლობა სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 11 (დანართი 1)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 212სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა # #

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11 (დ…212851381241541521938231126
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს სისხლის სა…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 სექ. 2026 · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026