Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 77

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 77. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია. სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

2.სხდომის გახსნის წინ, ასევე, კენჭისყრის წინ ტარდება უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაცია.

3.უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ რეგისტრაციის შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ადასტურებს უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი, რომელიც არის პასუხისმგებელი მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტისათვის.

4.თუ უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის შედეგი და უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის ინფორმაცია ეჭვს იწვევს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა სამკაციან ჯგუფს უფლება აქვთ, მოითხოვონ რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრირებულ პირთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

5.თუ უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის გახსნისას ჩატარებული რეგისტრაციის შედეგების მიხედვით სხდომათა დარბაზში არ იმყოფება უმაღლესი საბჭოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე რეგისტრაციის ჩატარებიდან 15 წუთის განმავლობაში ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა უმაღლესი საბჭოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. განსაკუთრებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.

6.უმაღლესი საბჭოს სხდომის გახსნისას და კენჭისყრის წინ უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის შემდეგ უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი აღრიცხავს უმაღლესი საბჭოს წევრთა დასწრებას. ფრაქციათა თავმჯდომარეები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები, რეგისტრაციამდე უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, მის მიერ სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე სხდომამდე თვითონ აცნობებს წერილობით უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს.

7.თუ დადგენილ ვადაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები არ მიაწვდიან უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს  ინფორმაციას, უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება.

8.უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ იგი, პლენარული სხდომის დღის განმავლობაში გაივლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ რეგისტრაციას მაინც.

9.უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი). ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

10.უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ მიზეზების თაობაზე სხდომამდე  ინფორმირებული უნდა იქნეს ფრაქციის თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე). ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა.

11.უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით აგრეთვე, გაცდენილად არ ეთვლება უმაღლეს საბჭოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო, უმაღლესი საბჭოს წევრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინასწარი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.

წინა მუხლი 76შემდეგი მუხლი 78

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №18

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 81ხმის მიცემა
  • 129თანამდებობის პირების  პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
  • 78პლენარული სხდომა. პლენარული სხდომის ოქმი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 62პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია . სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი
  • 66ხმის მიცემა
  • 111თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 87პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია. სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი
  • 90ხმის მიცემა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 47უმაღლესი საბჭოს
  • 42პარტიების რეგისტრაცია/

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 10უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
106266111811297848790474277
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026