Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 71

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 71. კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 8 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.უმაღლესი საბჭოსათვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი განხილვისას გადის შემდეგ პროცედურებს: ა) კანონპროექტი რეგისტრაციისათვის გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატს; ბ) უმაღლესი საბჭოს აპარატი კანონპროექტს რეგლამენტის 72-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას; გ) უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, კანონპროექტს გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატს, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; დ) წამყვანი კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მოსამზადებლად; ე) წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს  უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად; ვ) მიღების შემდეგ კანონი ხელმოსაწერად გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.

2.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ განსაზღვრული წამყვანი კომიტეტი კანონპროექტის განსახილველად მართავს კომიტეტის სხდომას, კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადების მიზნით უძღვება შესაბამისი კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში განხილვის პროცედურებს და პასუხისმგებელია მათი დაცვისათვის.

3.კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე  მიღებამდე.

4.კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს ორი ან ორზე მეტი წევრის მიერ ინიციირების შემთხვევაში, კანონპროექტი უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილად ჩაითვლება კანონპროექტის ინიციატორი უმაღლესი საბჭოს ყველა წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

5.უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტებზე, რომლის მიმართაც დაწყებულია რეგლამენტის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურა, მომხსენებელს დანიშნავს წამყვანი კომიტეტი. ამის შესახებ წამყვანი კომიტეტი აცნობებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონპროექტები, რომელთა მიმართაც არ არის დაწყებული რეგლამენტის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურა, გამოთხოვილად ითვლება.

6.კანონი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით ან მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში.

7.კომიტეტი ვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომლის რიგგარეშე განხილვასაც ისინი მოითხოვენ, განიხილოს უახლოეს სხდომაზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 11 ნოემბრის რეგლამენტი №21 - ვებგვერდი, 14.11.2022 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 აპრ. 2023
  2. 14 ნოე. 2022
  3. 26 მარ. 2020
წინა მუხლი 70შემდეგი მუხლი 72

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-07-08 · №37

1
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2023-04-19
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 72

მიუთითებენ მასზე

მუხლი 72

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 76კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
  • 72კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის
  • 88აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 85კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები
  • 91კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
  • 88წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 96კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები
  • 102კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
  • 97კანონპროექტის განსახილველად მიღება და საკომიტეტო მოსმენისთვის მომზადება

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 20¹აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისა და გამოქვეყნების წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 15აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებისა და გადასინჯვის წესი
  • 9კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20¹727688859188159961029771
მითითებამნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…ნორმატიული აქტების შეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 8 ივლ. 2026