Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 91

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 91. კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, კომიტეტები, ფრაქციები, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე. თუ აღნიშნული სუბიექტები მითითებულ ვადაში არ წარმოადგენენ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე, კანონპროექტი მათ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

2.წამყვანი კომიტეტი უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს  14 დღისა იწვევს კომიტეტის სხდომას. წამყვანი კომიტეტის სხდომა მოწვეული უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ განსაზღვრული ის სუბიექტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე.

3.უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ მუხლებთან/პუნქტებთან დაკავშირებით კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვამდე დაფიქსირებული მოსაზრება/შენიშვნა წარედგინება წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვისას გააცნობს მას კომიტეტის წევრებს. თუ კომიტეტი ამ მოსაზრებას/შენიშვნას გაიზიარებს, იგი აისახება კომიტეტის დასკვნაში.

4.კომიტეტის სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად ითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი, ან კენჭისყრის შედეგად გაიზიარებს კომიტეტი. იმისათვის, რომ შენიშვნა დადგეს კენჭისყრაზე, ის უნდა იყოს წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადების სახით ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

5.კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად კანონპროექტი შეიძლება ცნობილ იქნეს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. კომიტეტის მიერ კანონპროექტის არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად ცნობა არ აბრკოლებს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის დაწყებას. თუ ინიციატორი კომიტეტში კანონპროექტის I მოსმენით განხილვისთვის რეგლამენტით დადგენილ ვადებში არასაპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყოფს ინიციატივაზე მოხსენების კომიტეტის წინაშე წარდგენას, კანონპროექტი გათხოვილად ჩაითვლება. საპატიო მიზეზად ითვლება რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები.

6.წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გატანა დაუშვებელია, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან უმაღლესი საბჭოს ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.

7.თუ ამ მუხლით დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ ახერხებს კომიტეტის სხდომის გამართვას და დასკვნის წარდგენას, უმაღლესი საბჭოს ბიურო უფლებამოსილია კომიტეტის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე განსაზღვროს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა. თუ წამყვანი კომიტეტი ამ ვადაშიც არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია კვლავ მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან უმაღლესი საბჭოს ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.

8.ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს ბიურო ვალდებულია კანონპროექტი შეიტანოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ კანონპროექტის ინიციატორი შესაბამისი სესიის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს ბიუროს წინაშე არ დასვამს მისი შემდგომი განხილვის საკითხს, იგი უმაღლესი საბჭოდან გათხოვილად ითვლება, რის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი აწვდის უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

9.წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება აისახება კომიტეტის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე.

10.წამყვანი კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად. ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ.

11.უმაღლესი საბჭოს ბიუროსათვის წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი კომიტეტის დასკვნა, ასევე სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და სხვა უფლებამოსილი სუბიექტების დასკვნები და მათი შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი (შემდგომში – შენიშვნების ფურცელი). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 20 მაისის რეგლამენტი №28-IIს - ვებგვერდი, 25.05.2021წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 25 მაი. 2021
წინა მუხლი 90შემდეგი მუხლი 92

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №18

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2021-05-25
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 35

მიუთითებენ მასზე

მუხლი 98

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 88წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი
  • 85კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები
  • 96კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 76კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
  • 71კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები
  • 72კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 102კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
  • 107კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა
  • 96კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 19კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება
  • 18კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 20¹აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისა და გამოქვეყნების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
191820¹76717235988885961021079691
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026