Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაკონსულო საქმიანობის შესახებმუხლი 3

საკონსულო საქმიანობის შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საკონსულო საქმიანობა – საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულება; ბ) საკონსულო თანამდებობის პირი − „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს საკონსულო ფუნქციებს, საქართველოს საპატიო კონსული; გ) საკონსულო მოსამსახურე − საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული ან ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული პირი, რომელიც ადმინისტრაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევს საკონსულო თანამდებობის პირს; დ) საქართველოს საკონსულო დაწესებულება (შემდგომ – საკონსულო დაწესებულება) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო ურთიერთობისას და იმ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს, წარმოადგენს საქართველოს; ე) საკონსულო ოლქი – ტერიტორია, რომელიც გამოეყოფა საკონსულო დაწესებულებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად; ე 1 ) საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატი (შემდგომ − დირექტორატი) − სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების კანონიერი უფლებების უზრუნველსაყოფად სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკონსულო პოლიტიკის შემუშავებასა და დაგეგმვასთან დაკავშირებით, ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საკონსულო საქმიანობის საკონსულო მონიტორინგს და საკონსულო საქმიანობის განხორციელების მიზნით გასცემს დირექტივებსა და მეთოდოლოგიურ მითითებებს; ვ) სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი (შემდგომ − საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი) − დირექტორატის ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საკონსულო საქმიანობის საკონსულო მონიტორინგს, კოორდინაციას უწევს საკონსულო თანამდებობის პირების მუშაობას და საკონსულო საქმიანობის განხორციელების მიზნით გასცემს დირექტივებსა და მეთოდოლოგიურ მითითებებს; ზ) საქართველოს ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი; თ) საკონსულო ფუნქციები – მოქმედებები, რომელთა განხორციელების უფლებამოსილება აქვს საკონსულო თანამდებობის პირს „საკონსულო ურთიერთობ ის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი) საკონსულო მოსაკრებელი – „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანხა, რომელიც გადაიხდევინება საკონსულო ფუნქციების შესრულებისათვის ან/და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1398 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 24 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 23 სექ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 24 მარ. 2026
  2. 16 მაი. 2014
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 მარ. 2026 · №6

  • 2 ცვლილება · ბოლო 24 მარ. 2026
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 4საკონსულო საქმიანობის განხორციელება
  • 10საკონსულო თანამდებობის პირთა და საკონსულო მოსამსახურეთა საქმიანობის კოორდინაცია
  • 5საკონსულო ფუნქციების შესრულების ზოგადი წესი

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
  • 3დიპლომატიური სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საკონსულო მოსაკრებლის შესახებ

  • 1ზოგადი დებულებანი

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

  • 1ტერმინთა განმარტება

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23213410533133
მნიშვნელობით ახლოსდიპლომატიური სამსახური…საკონსულო საქმიანობის …უცხოეთში მცხოვრები თან…საჯარო სამსახურის შესა…საკონსულო მოსაკრებლის …საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 მარ. 2026 · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026