Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაკონსულო საქმიანობის შესახებმუხლი 5

საკონსულო საქმიანობის შესახებ

მუხლი 5. საკონსულო ფუნქციების შესრულების ზოგადი წესი

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891112

1.საკონსულო თანამდებობის პირი იცავს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს ფიზიკური პირებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების (შემდგომ − საქართველოს იურიდიული პირები) უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

2.საქართველოს ფიზიკური პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა ხორციელდება საკონსულო მომსახურებისა და საკონსულო დახმარების ფორმებით.

3.საკონსულო მომსახურების გაწევისას საკონსულო თანამდებობის პირი უზრუნველყოფს საკონსულო ოლქში კანონიერი საფუძვლით მყოფი საქართველოს ფიზიკური პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, საქართველოს კანონმდებლობის, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.

4.საკონსულო დახმარება გაეწევა საკონსულო ოლქში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირს, რომლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა განხორციელდება მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შესაძლებელია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით.

5.უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ ძირითადი საკონსულო ფუნქციები სრულდება მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ხოლო დელეგირებული საკონსულო ფუნქციები − ამ კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.

6.თუ, განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, არ ხდება საქართველოს ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების დარღვეული უფლებების აღდგენა, საკონსულო თანამდებობის პირმა ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, დირექტორატის ხელმძღვანელსა და საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს.

7.საკონსულო ფუნქციების შესრულებისას საკონსულო თანამდებობის პირმა და საკონსულო მოსამსახურემ უნდა დაიცვან საქართველოს ინტერესები და უნდა იზრუნონ ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებაზე.

8.საკონსულო თანამდებობის პირს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია სამართლებრივ საკითხებში დახმარებისათვის მიმართოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დადგენილი წესით ლიცენზირებულ ადვოკატს.

9.საკონსულო თანამდებობის პირმა საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას უნდა გაითვალისწინოს ის შეზღუდვები, რომლებიც გამომდინარეობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და საკონსულო ოლქში მოქმედი კანონმდებლობიდან, ასევე „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციიდან ან/და სხვა საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებებიდან, თუ ასეთი ხელშეკრულებები მოქმედებს საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის.

10.საკონსულო თანამდებობის პირმა საკონსულო ფუნქციების შესრულებისას საკონსულო ოლქის ორგანოებთან ურთიერთობის დროს უნდა დაიცვას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დამკვიდრებული პრაქტიკა და პატივი უნდა სცეს მის ჩვეულებებსა და ტრადიციებს.

11.საკონსულო თანამდებობის პირის მოქმედებები შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12.საკონსულო თანამდებობის პირმა საკონსულო საქმიანობა შესაძლებელია განახორციელოს საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (პროგრამის) მეშვეობით. საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4138 – ვებგვერდი, 10.01.2019წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1398 – ვებგვერდი, 24.03.2026წ. თავი II. საკონსულო დაწესებულებები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საკონსულო თანამდებობის პირი იცავს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს ფიზიკური პირებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების (შემდგომ − საქართველოს იურიდიული პირები) უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. 2. საქართველოს ფიზიკური პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა ხორციელდება საკონსულო მომსახურებისა და საკონსულო დახმარების ფორმებით. 3. საკონსულო მომსახურების გაწევისას საკონსულო თანამდებობის პირი უზრუნველყოფს საკონსულო ოლქში კანონიერი საფუძვლით მყოფი საქართველოს ფიზიკური პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, საქართველოს კანონმდებლობის, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად. 4. საკონსულო დახმარება გაეწევა საკონსულო ოლქში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირს, რომლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა განხორციელდება მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შესაძლებელია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით. 5. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ ძირითადი საკონსულო ფუნქციები სრულდება მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ხოლო დელეგირებული საკონსულო ფუნქციები − ამ კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით. 6. თუ, გატარებულიგანხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, არ ხდება საქართველოს ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების დარღვეული უფლებების აღდგენა, საკონსულო თანამდებობის პირმა ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელსხელმძღვანელს, დირექტორატის ხელმძღვანელსა და საკონსულო დეპარტამენტს.და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს. 7. საკონსულო ფუნქციების შესრულებისას საკონსულო თანამდებობის პირმა და საკონსულო მოსამსახურემ უნდა დაიცვან საქართველოს ინტერესები და უნდა იზრუნონ ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებაზე. 8. საკონსულო თანამდებობის პირს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია სამართლებრივ საკითხებში დახმარებისათვის მიმართოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დადგენილი წესით ლიცენზირებულ ადვოკატს. 9. საკონსულო თანამდებობის პირმა საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას უნდა გაითვალისწინოს ის შეზღუდვები, რომლებიც გამომდინარეობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და საკონსულო ოლქში მოქმედი კანონმდებლობიდან, ასევე „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციიდან ან/და სხვა საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებებიდან, თუ ასეთი ხელშეკრულებები მოქმედებს საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის. 10.საკონსულო თანამდებობის პირმა საკონსულო ფუნქციების შესრულებისას საკონსულო ოლქის ორგანოებთან ურთიერთობის დროს უნდა დაიცვას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დამკვიდრებული პრაქტიკა და პატივი უნდა სცეს მის ჩვეულებებსა და ტრადიციებს. 11. საკონსულო თანამდებობის პირის მოქმედებები შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 12. საკონსულო თანამდებობის პირმა საკონსულო საქმიანობა შესაძლებელია განახორციელოს საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (პროგრამის) მეშვეობით. საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4138 – ვებგვერდი, 10.01.2019წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1398 – ვებგვერდი, 24.03.2026წ. თავი II. საკონსულო დაწესებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 24 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 23 სექ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 24 მარ. 2026
  2. 10 იან. 2019
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 მარ. 2026 · №6

  • 2 ცვლილება · ბოლო 24 მარ. 2026
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 11საკონსულო ფუნქციები
  • 13სამართლებრივი დაცვა
  • 4საკონსულო საქმიანობის განხორციელება

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

  • 3დიპლომატიური სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
  • 7საკონსულო დაწესებულებები

საკონსულო მოსაკრებლის შესახებ

  • 1ზოგადი დებულებანი
  • 2საკონსულო მოსაკრებლის გადახდევინების წესი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 31საკონსულო დახმარების მიღების უფლება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 25უცხოელის საქართველოს მოქალაქესთან თანასწორობა უფლებებსა და მოვალეობებში. უცხოელის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიები

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 8სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 1კანონის მოქმედების სფერო

პენიტენციური კოდექსი

  • 94ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
378121113425319415
მნიშვნელობით ახლოსსაკონსულო საქმიანობის …დიპლომატიური სამსახური…საკონსულო მოსაკრებლის …არასრულწლოვანთა მართლმ…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 მარ. 2026 · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026