საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტატუსი

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ( შემდგომ − პალატა) არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცი ა, რომელიც აერთიანებს საქართველოს , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობათა შესაბამისად შექმნილ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ა და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და საქართველოს კანონმდებლობი თ დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტები და მათი გაერთიანებები ნებაყოფლობით რეგისტრირდებიან პალატის წევრებად, მათი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ. პალატა წარმოადგენს რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების ინტერესებს ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლების გარეთ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები. პალატის, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრობა ავტომატურად არ წარმოშობს მეწარმე სუბიექტებისა და მათი გაერთიანებებისათვის სავალდებულო საწევრო შენატანის გადახდის ვალდებულებას. მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, საწევრო შენატანი ნებაყოფლობით გადაიხადონ.

3.პალატა თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის ა და პალატის წესდების საფუძველზე. პალატის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

4.პალატ ის საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • დაუშვებლობა (T5)

    რა საფუძვლების შემოწმების შემდეგ შეიძლება საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი?

    სსიპ მოითხოვდა შპს-სთვის ამფითეატრის დაზიანებული კონსტრუქციის საკუთარი ხარჯით აღდგენის დავალებას. დავა ეხებოდა საგარანტიო ვალდებულების ფარგლებსა და ძლიერი ქარის ფორსმაჟორულ ხასიათს. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და სარჩელი დააკმაყოფილა. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლით დაუშვებლად მიიჩნია და არსებითად არ განუხილავს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ( შემდგომ − პალატა) არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცი ა, რომელიც აერთიანებს საქართველოს , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობათა შესაბამისად შექმნილ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ა და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და საქართველოს კანონმდებლობი თ დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტები და მათი გაერთიანებები ნებაყოფლობით რეგისტრირდებიან პალატის წევრებად, მათი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ. პალატა წარმოადგენს რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების ინტერესებს ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლების გარეთ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები. პალატის, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრობა ავტომატურად არ წარმოშობს მეწარმე სუბიექტებისა და მათი გაერთიანებებისათვის სავალდებულო საწევრო შენატანის გადახდის ვალდებულებას. მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, საწევრო შენატანი ნებაყოფლობით გადაიხადონ. 3. პალატა თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის ა და პალატის წესდების საფუძველზე. პალატის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 4. პალატ ის საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 10 მაი. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
53024¹7421231231
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სავაჭრო-სა…ნოტარიატის შესახებსაქართველოს საგადასახა…,,მეწარმეთა და არასამე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა