Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებმუხლი 6

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

მუხლი 6. პალატის მართვა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 11 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.პალატის ორგანოები არიან: ა) საერთო კრება; ბ) პალატის საბჭო (შემდგომ − საბჭო); გ) პალატის პრეზიდენტი (შემდგომ − პრეზიდენტი).

2.პალატის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება.

3.საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც.

4.საერთო კრება ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებასთან ერთად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს პრეზიდენტს და ამტკიცებს პალატის წესდებას.

5.პალატის წევრები საერთო კრებაზე წარმოდგენილი არიან დელეგატების სახით, რომელთა არჩევის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით.

6.საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი.

7.პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა საბჭო. საბჭო ამ კანონისა და პალატის წესდების შესაბამისად განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებზე, სტრატეგიაზე და პალატის წესდებით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე. საბჭომ პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება შეასრულოს საერთო კრების გარკვეული ფუნქციები საერთო კრებებს შორის პერიოდში.

8.საბჭო შედგება სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების გაერთიანების (ასოციაციის) წარმომადგენლებისა და პრეზიდენტისაგან. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები. საბჭოს ახალი წევრის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო პალატის წესდებით გათვალისწინებული წესით.

9.საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

10.საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილება, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება პალატის წესდებით.

11.პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია პრეზიდენტი.

12.პრეზიდენტს ირჩევს საერთო კრება ღია, პირდაპირი კენჭისყრით, 4 წლის ვადით, საერთო კრებაზე დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით, პალატის წესდებით გათვალისწინებული წესით.

13.პალატას ჰყავს ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური დირექტორი.

14.ვიცე-პრეზიდენტებს , რომელთა რაოდენობა განისაზღვრება პალატის წესდებით, თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი. ვიცე-პრეზიდენტ ი თავი ს საქმიანობას წარმართავ ს პალატის წესდებით განსაზღვრულ სფეროში. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელები იმავდროულად არიან პალატის ვიცე-პრეზიდენტები. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი.

15.პალატის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი. პრეზიდენტს უფლება აქვს , საკუთარ უფლებამოსილებათა ნაწილი გადასცეს გენერალურ დირექტორს.

16.პალატის ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის (დანიშვნის) და უფლებამოსილების საკითხები განისაზღვრება პალატის წესდებით .

17.პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 10 მაი. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ნოე. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 11 ნოე. 2025 · №4

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • 6პალატის მართვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • 6პალატის მართვა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 37პარლამენტის არჩევნები
  • 36პარლამენტის სტატუსი და უფლებამოსილება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები
  • 5უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 17უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა
  • 21უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
  • 20უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 21პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებები

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 17

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 19ასოციაციის საერთო კრება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
173736172120664519216
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…აფხაზეთის ავტონომიური …საერთო სასამართლოების …საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 11 ნოე. 2025 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026