Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებმუხლი 6

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

მუხლი 6. პალატის მართვა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 16 მარ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718

1.პალატის ორგანოები არიან: ა) საერთო კრება; ბ) პალატის საბჭო; გ) პალატის პრეზიდენტი (შემდგომში – პრეზიდენტი).

2.პალატის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება.

3.საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც.

4.საერთო კრება ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებასთან ერთად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს პრეზიდენტს და ამტკიცებს პალატის წესდებას.

5.პალატის წევრები საერთო კრებაზე წარმოდგენილნი არიან დელეგატების სახით, რომელთა არჩევის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით.

6.საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა (დელეგატთა) ნახევარზე მეტი.

7.პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა პალატის საბჭო. პალატის საბჭო ამ კანონისა და პალატის წესდების შესაბამისად განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებზე, სტრატეგიებზე და პალატის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. პალატის საბჭომ პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება შეასრულოს საერთო კრების გარკვეული ფუნქციები საერთო კრებებს შორის პერიოდში.

8.პალატის საბჭო შედგება სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების გაერთიანების (ასოციაციის) წარმომადგენლებისა და პრეზიდენტისაგან. პალატის საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 5-ზე ნაკლები. პალატის საბჭოს ახალი წევრის მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებს პალატის საბჭო პალატის წესდებით გათვალისწინებული წესით. პალატის საბჭოს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი.

9.პალატის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

10.პალატის საბჭოს ფუნქციები, კომპეტენცია, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება პალატის წესდებით.

11.პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია პრეზიდენტი, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი.

12.პრეზიდენტს ირჩევს საერთო კრება ფარული, პირდაპირი კენჭისყრით, 4 წლის ვადით, საერთო კრებაზე დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით, პალატის წესდებით დადგენილი წესით.

13.პალატას ჰყავს ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ი. ასევე შეიძლება ჰყავდეს გენერალური დირექტორი.

14.ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ს, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება პალატის წესდებით, ნიშნავს პრეზიდენტი. ვიცე-პრეზიდენტი თავის საქმიანობას წარმართავს პალატის წესდებით განსაზღვრულ სფეროში. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს პრეზიდენტის ბრძანებით ან წესდებით განსაზღვრული ვიცე-პრეზიდენტი.

15.(ამოღებულია - 16.03.2022, №08).

16.პალატის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს პრეზიდენტი. პრეზიდენტს უფლება აქვს საკუთარ უფლებამოსილებათა ნაწილი გადასცეს გენერალურ დირექტორს.

17.პალატის ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების არჩევის (დანიშვნის) და კომპეტენციის საკითხები განისაზღვრება პალატის წესდებით.

18.პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის 16 მარტის კანონი N08 - ვებგვერდი, 18.03.2022 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პალატის ორგანოები არიან: ა) საერთო კრება; ბ) პალატის საბჭო; გ) პალატის პრეზიდენტი (შემდგომში – პრეზიდენტი). 2. პალატის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება. 3. საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. 4. საერთო კრება ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებასთან ერთად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს პრეზიდენტს და ამტკიცებს პალატის წესდებას. 5. პალატის წევრები საერთო კრებისკრებაზე წარმოდგენილნი არიან დელეგატების რაოდენობასახით, დარომელთა არჩევის წესი განისაზღვრება საერთო კრების გადაწყვეტილებითა დაპალატის წესდებით. 6. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა (დელეგატთა) ნახევარზე მეტი. 7. პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა პალატის საბჭო. პალატის საბჭო ამ კანონისა და პალატის წესდების შესაბამისად განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებზე, სტრატეგიებზე და პალატის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. პალატის საბჭომ პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება შეასრულოს საერთო კრების გარკვეული ფუნქციები საერთო კრებებს შორის პერიოდში. 8. პალატის საბჭო შედგება სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების გაერთიანების (ასოციაციის) წარმომადგენლებისა და პრეზიდენტისაგან. პალატის საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 5-ზე ნაკლები. პალატის საბჭოს ახალი წევრის მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებს პალატის საბჭო პალატის წესდებით გათვალისწინებული წესით. პალატის საბჭოს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი. 9. პალატის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 10. პალატის საბჭოს ფუნქციები, კომპეტენცია, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. 11. პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია პრეზიდენტი, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი. 12. პრეზიდენტს ირჩევს საერთო კრება ფარული, პირდაპირი კენჭისყრით, 4 წლის ვადით, საერთო კრებაზე დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით, პალატის წესდებით დადგენილი წესით. 13. პალატას ჰყავს ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ი. ასევე შეიძლება ჰყავდეს გენერალური დირექტორი. 14.  ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ს, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება პალატის წესდებით, ნიშნავს პრეზიდენტი. ვიცე-პრეზიდენტი თავის საქმიანობას წარმართავს პალატის წესდებით განსაზღვრულ სფეროში. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს პრეზიდენტის ბრძანებით ან წესდებით განსაზღვრული ვიცე-პრეზიდენტი. 15. პალატის ბიუჯეტის, ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე კონტროლს (ამოღებულია ახორციელებს- პალატის16.03.2022, საბჭო.№08). 16. პალატის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს პრეზიდენტი. პრეზიდენტს უფლება აქვს საკუთარ უფლებამოსილებათა ნაწილი გადასცეს გენერალურ დირექტორს. 17. პალატის ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების არჩევის (დანიშვნის) და კომპეტენციის საკითხები განისაზღვრება პალატის წესდებით. 18. პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის 16 მარტის კანონი N08 - ვებგვერდი, 18.03.2022 წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 18 მარ. 2022
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2022-03-16 · №3

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2022-03-18
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • 6პალატის მართვა
  • 2პალატის საქმიანობის პრინციპები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • 6პალატის მართვა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 21პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 36პარლამენტის სტატუსი და უფლებამოსილება
  • 37პარლამენტის არჩევნები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 5უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 17უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა
  • 21უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 76პლენარული სხდომის თავმჯდომარე

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 17—

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 19ასოციაციის საერთო კრება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
173637172162676519216
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სავაჭრო-სა…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აფხაზეთის ავტონომიური …საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 16 მარ. 2022