Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებმუხლი 6

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

მუხლი 6. პალატის მართვა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 5 სექ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718

1.პალატის ორგანოები არიან: ა) საერთო კრება; ბ) პალატის საბჭო; გ) პალატის თავმჯდომარე (შემდგომ – თავმჯდომარე).

2.პალატის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება.

3.საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც.

4.საერთო კრება ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებასთან ერთად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და ამტკიცებს პალატის წესდებას.

5.პალატის წევრები საერთო კრებაზე წარმოდგენილნი არიან დელეგატების სახით, რომელთა არჩევის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით.

6.საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი.

7.პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა პალატის საბჭო. პალატის საბჭო ამ კანონისა და პალატის წესდების შესაბამისად განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებზე, სტრატეგიებზე და პალატის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. პალატის საბჭომ პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება შეასრულოს საერთო კრების გარკვეული ფუნქციები საერთო კრებებს შორის პერიოდში.

8.პალატის საბჭო შედგება სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების გაერთიანების (ასოციაციის) წარმომადგენლებისა და თავმჯდომარისაგან. პალატის საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 5-ზე ნაკლები. პალატის საბჭოს ახალი წევრის მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებს პალატის საბჭო პალატის წესდებით გათვალისწინებული წესით. პალატის საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.

9.პალატის საბჭო უფლებამოსილია , თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

10.პალატის საბჭოს ფუნქციები, კომპეტენცია, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება პალატის წესდებით.

11.პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია თავმჯდომარე.

12.თავმჯდომარეს ირჩევს საერთო კრება ღია, პირდაპირი კენჭისყრით, 4 წლის ვადით, საერთო კრებაზე დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით, პალატის წესდებით დადგენილი წესით.

13.პალატას ჰყავს თავმჯდომარის მოადგილეები და აღმასრულებელი დირექტორი.

14.თავმჯდომარის მოადგილეებს, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება პალატის წესდებით, ნიშნავს თავმჯდომარე. თავმჯდომარის მოადგილე თავის საქმიანობას წარმართავს პალატის წესდებით განსაზღვრულ სფეროში. თავმჯდომარე ამავდროულად არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს  თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

15.პალატის ბიუჯეტის, ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე კონტროლს ახორციელებს პალატის საბჭო.

16.პალატის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ნიშნავს თავმჯდომარე. თავმჯდომარეს უფლება აქვს საკუთარ უფლებამოსილებათა ნაწილი გადასცეს აღმასრულებელ დირექტორს.

17.პალატის ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების არჩევის (დანიშვნის) და კომპეტენციის საკითხები განისაზღვრება პალატის წესდებით.

18.პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რედაქციების შედარება

1. პალატის ორგანოები არიან: ა) საერთო კრება; ბ) პალატის საბჭო; გ) პალატის თავმჯდომარე (შემდგომ – თავმჯდომარე). 2. პალატის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება. 3. საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. 4. საერთო კრება ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებასთან ერთად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და ამტკიცებს პალატის წესდებას. 5. პალატის წევრები საერთო კრებაზე წარმოდგენილნი არიან დელეგატების სახით, რომელთა არჩევის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. 6. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი. 7. პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა პალატის საბჭო. პალატის საბჭო ამ კანონისა და პალატის წესდების შესაბამისად განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებზე, სტრატეგიებზე და პალატის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. პალატის საბჭომ პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება შეასრულოს საერთო კრების გარკვეული ფუნქციები საერთო კრებებს შორის პერიოდში. 8. პალატის საბჭო შედგება სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების გაერთიანების (ასოციაციის) წარმომადგენლებისა და თავმჯდომარისაგან. პალატის საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 5-ზე ნაკლები. პალატის საბჭოს ახალი წევრის მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებს პალატის საბჭო პალატის წესდებით გათვალისწინებული წესით. პალატის საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. 9. პალატის საბჭო უფლებამოსილია , თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 10. პალატის საბჭოს ფუნქციები, კომპეტენცია, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. 11. პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია თავმჯდომარე. 12. თავმჯდომარეს ირჩევს საერთო კრება ღია, პირდაპირი კენჭისყრით, 4 წლის ვადით, საერთო კრებაზე დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით, პალატის წესდებით დადგენილი წესით. 13. პალატას ჰყავს თავმჯდომარის მოადგილეები და აღმასრულებელი დირექტორი. 14.  თავმჯდომარის მოადგილეებს, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება პალატის წესდებით, ნიშნავს თავმჯდომარე. თავმჯდომარის მოადგილე თავის საქმიანობას წარმართავს პალატის წესდებით განსაზღვრულ სფეროში.   თავმჯდომარე ამავდროულად არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს  თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 15. პალატის ბიუჯეტის, ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე კონტროლს ახორციელებს პალატის საბჭო. 16. პალატის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ნიშნავს თავმჯდომარე. თავმჯდომარეს უფლება აქვს საკუთარ უფლებამოსილებათა ნაწილი გადასცეს აღმასრულებელ დირექტორს. 17. პალატის ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების არჩევის (დანიშვნის) და კომპეტენციის საკითხები განისაზღვრება პალატის წესდებით. 18. პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით.

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-09-05 · №4

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • 6პალატის მართვა
  • 4პალატის უფლებები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • 6პალატის მართვა
  • 2პალატის საქმიანობის პრინციპები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 21პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 76პლენარული სხდომის თავმჯდომარე

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 17—

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 61პლენარული სხდომის თავმჯდომარე

საქართველოს კონსტიტუცია

  • 36პარლამენტის სტატუსი და უფლებამოსილება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 19ასოციაციის საერთო კრება

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 21უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 5უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17362161626476519216
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს სავაჭრო-სა…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…მოქალაქეთა პოლიტიკური …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 5 სექ. 2023