1.დაუშვებელია: ა) ორი ან მეტი სოციალური პაკეტის ერთდროულად მიღება; ბ) სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიის (საპენსიო პაკეტი) ან სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა; გ) სოციალურ პაკეტთან ერთად „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც პირს წარმოეშობა უფლება, მიიღოს რამდენიმე სარგებელი, მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი სარგებლის მოთხოვნის უფლება სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად.
3.პირის გარდაცვალების შემთხვევაში სოციალური პაკეტის დანიშვნა ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ ბენეფიციარზე სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად, გარდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4.სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 14 მაისის დადგენილება №222 – ვებგვერდი, 15.05.2019წ. საქართველოს მთავრობის2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №310 - ვებგვერდი, 14.06.2022 წ. თავი III სოციალური პაკეტის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა, განახლება და გადაანგარიშება

