1.ბენეფიციარს უფლება აქვს: ა) მიიღოს სოციალური პაკეტი ამ წესით დადგენილი ოდენობითა და პირობებით; ბ) დამატებით მიიღოს სოციალური პაკეტის არაფულადი სარგებელი ან/და სხვა ფულადი გასაცემლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2.ბენეფიციარი ვალდებულია: ა) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს სოციალური პაკეტის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა; ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები. თავი II სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა წრე, ოდენობები, დაფინანსების წყარო და შეზღუდვები

