სახელმწიფო პენსიის შესახებ

მუხლი 12. პენსიონერის უფლება-მოვალეობები

რედაქცია №30 კონსოლიდირებული · 28 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პენსიონერს უფლება აქვს: ა) მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) მიიღოს სოციალური დახმარებები ან/და სამედიცინო მომსახურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების გათვალისწინებით; გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2.პენსიონერი ვალდებულია: ა) აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა; ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2117 – ვებგვერდი, 18.04.2018წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    პენსიიდან თანხის დაქვითვის შესახებ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და დაკავებული პენსიის დაბრუნება

    მოსარჩელე სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ცენტრის აქტების ბათილად ცნობას და დაკავებული პენსიის დაბრუნებას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის ანაზღაურებადი საჯარო საქმიანობა პენსიის შეწყვეტის საფუძველი იყო, თუმცა შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებით ადრე ზედმეტად დარიცხული პენსია ლეგალიზაციას დაექვემდებარა. სასამართლომ აქტები ნაწილობრივ ბათილად ცნო და ცენტრს პენსიიდან დაქვითვის შეწყვეტა 2011 წლის 16 ნოემბრიდან დაავალა. მან უცვლელად დატოვა დაკავებული თანხის დაბრუნებაზე უარი იმ თანხის მიმართ, რომელიც 2011 წლის პირველ ნოემბრამდე იყო დაკავებული.

  • №ბს-432(კ-19)2021-03-0413
    დაუშვებლობა (T5)

    შეჩერებული სახელმწიფო პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პენსიის შეჩერების საფუძვლის არსებობა ორგანოს არ ათავისუფლებს წერილობითი ინდივიდუალური აქტის გამოცემისა და დაინტერესებული პირისთვის შეტყობინების ვალდებულებისგან. სააგენტომ ასეთი გადაწყვეტილება ვერ წარმოადგინა, ხოლო შიდა სამმართველო ინფორმაცია წერილობითი აქტის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა სარჩელის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პენსიონერს უფლება აქვს: ა) მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) მიიღოს სოციალური დახმარებები ან/და სამედიცინო მომსახურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების გათვალისწინებით; გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. პენსიონერი ვალდებულია: ა) აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა; ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2117 – ვებგვერდი, 18.04.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 18 აპრ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 26 ივნ. 2012 – 1 იან. 2013 ტექსტი უცნობია

  2. … – 16 ივნ. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: პენსიონერი იღებს სოციალურ დახმარებებს ან/და სამედიცინო მომსახურებას კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების გათვალისწინებით.

  2. · გამოქვეყნდა 7 მაი. 2012

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
101717914 (და…333240444112
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო პენსიის შეს…სახელმწიფო პენსიის/საპ…სოციალური პაკეტის განს…ნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა