1.სოციალური პაკეტი გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე.
2.ბენეფიციარს უფლება აქვს, მოითხოვოს სოციალური პაკეტის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მიმდინარე თვის სოციალური პაკეტის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა – მომდევნო თვის ბოლომდე.
3.ბენეფიციარისათვის სოციალური პაკეტის მიტანა ბინაზე ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში გასაცემლის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ბენეფიციარის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

