Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებმუხლი 23²

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 23². ბენეფიციარის სტატუსისა და ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების წესი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ბენეფიციარის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული პირი მიმართავს ავტორიზებულ პირს და წარუდგენს მას ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებას. ავტორიზებული პირი პირისთვის ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული განცხადებით მისთვის მიმართვიდან 2 კვირის ვადაში.

2.ბენეფიციარის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული პირი (მისი კანონიერი წარმომადგენელი, მინდობილი პირი) ავტორიზებულ პირს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადებას; ბ) დაინტერესებული პირის ვინაობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მინდობილი პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში − აგრეთვე კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს ან სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას; გ) შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას ან/და შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ ცნობას და თანდართულ დოკუმენტებს, რომლებიც ამ კანონის მე-4 მუხლის „შ“ ქვეპუნქტში მითითებული გარემოების არსებობას ადასტურებს.

3.ავტორიზებული პირი ვალდებულია ბენეფიციარის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებულ პირს ბენეფიციარის სტატუსი მიანიჭოს, თუ დასტურდება ამ კანონის მე-4 მუხლის „შ“ ქვეპუნქტში მითითებული გარემოების არსებობა.

4.ბენეფიციარის სტატუსი მოქმედებს ბენეფიციარის მიერ ამ სტატუსის შეწყვეტის თაობაზე განცხადებამდე, მის გარდაცვალებამდე ან იმ გარემოების აღმოფხვრამდე, რომელიც, ამ კანონის მე-4 მუხლის „შ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირისთვის ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების საფუძველია. ბენეფიციარმა ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების საფუძვლის აღმოფხვრის შესახებ, ხოლო ბენეფიციარის მემკვიდრემ − ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ გონივრულ ვადაში უნდა აცნობოს ავტორიზებულ პირს.

5.დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას და ამ სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „საქპატენტი“. დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის გაუქმების წესი განისაზღვრება „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით. ეს ბრძანება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

6.ავტორიზებული პირის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული დაწესებულება მიმართავს „საქპატენტს“ და წარუდგენს მას  ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებას, მუნიციპალიტეტების საბიბლიოთეკო ქსელში გაერთიანების დამადასტურებელ მტკიცებულებას (მუნიციპალიტეტების საბიბლიოთეკო ქსელში გაერთიანებული მასობრივი (საჯარო) ბიბლიოთეკის შემთხვევაში), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდებას (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში) ან/და ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს ავტორიზებული პირის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული დაწესებულების საქმიანობის ამ კანონის მე-4 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტის მოთხოვნასთან შესაბამისობას. „საქპატენტი“ უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების სრულყოფილად განსახილველად ავტორიზებული პირის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებულ დაწესებულებას დამატებითი დოკუმენტაციის/ ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვოს.

7.ავტორიზებული პირის სტატუსის გაუქმების საფუძვლებია: ა) ამ სტატუსის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნა; ბ) ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმება; გ) დაწესებულების საქმიანობის სახის შეცვლა; დ) ავტორიზებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა.

8.ავტორიზებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა ავტორიზებული პირის სტატუსის გაუქმებას ავტომატურად არ იწვევს. ამ საფუძვლით ავტორიზებული პირის სტატუსის გაუქმება დასაშვებია, თუ ავტორიზებულმა პირმა მძიმე დარღვევა ჩაიდინა და აღნიშნული სტატუსის გაუქმება საავტორო უფლებების ან მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ან ბენეფიციართა კანონიერი ინტერესების დაცვის ერთადერთი საშუალებაა.

9.დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის  შესახებ ან ამ სტატუსის გაუქმების შესახებ „საქპატენტის“ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იგი საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

10.ავტორიზებული პირი ავტორიზებული პირის სტატუსის გაუქმების შემდეგ ვალდებულია თავის სისტემაში დაცული, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ბეჭდური ნაწარმოებები თავის მიერვე შერჩეულ სხვა ავტორიზებულ პირს გადასცეს. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3966 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

წინა მუხლი 23¹შემდეგი მუხლი 24

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №18

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 4

მიუთითებენ მასზე

მუხლი 23¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ინოვაციების შესახებ

  • 15⁸ამ კანონით განსაზღვრული სტატუსის მოპოვებისა და სტატუსით სარგებლობის პირობები

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

  • 8რეპატრიანტის სტატუსის მინიჭება
  • 5რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის რეგისტრაცია

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 56დამატებითი დაცვის მქონე პირის მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

  • 8პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების წესი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 886გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მოთხოვნის მიღებისას

პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

  • 6—

მაუწყებლობის შესახებ

  • 41ლიცენზიის გაცემის წესი
  • 62ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის საკუთრების ცვლილება

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

  • 6საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების საფუძვლების მოკვლევა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 21დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების საფუძვლები და პროცედურა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 18ერთიანი ავტორიზაციის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
423¹85188864162815⁸21665623²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …ინოვაციების შესახებყოფილი სსრკ-ის მიერ XX…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ოკუპირებულ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025