1.თუ სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს სოციალური პაკეტის მიღების უფლება, სააგენტო სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომში – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო) მიერ შეთანხმებული ფორმატით მიწოდებული მიმართვის საფუძველზე სოციალური პაკეტის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ამ პირის სახელზე ხსნის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ირიცხება სოციალური პაკეტის თანხა.
2.თუ მხარდაჭერის მიმღებ პირს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს სოციალური პაკეტის მიღების უფლება, სოციალურ პაკეტს იღებს უშუალოდ მხარდაჭერის მიმღები პირი ან მისი მხარდამჭერი, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე ჩარიცხული თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ პირის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, ან სრულწლოვანების მიღწევამდე, ან არასრულწლოვნის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით, რის თაობაზეც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ ეცნობება სააგენტოს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №459 - ვებგვერდი, 08.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №683 - ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №103 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.

