1.სერტიფიცირება მოიცავს საჯარო აუდიტის სფეროში საკვალიფიკაციო კურსის გავლას და პროფესიული ცოდნის შეფასებას.
2.საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ აუდიტორს.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის „საჯარო სექტორში“ მოიაზრება ამ კანონით განსაზღვრული აუდიტის ობიექტები.
4.სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი.
5.სერტიფიცირების პირობები და წესი განისაზღვრება გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. თავი X. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

