სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

მუხლი 24². შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 19 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა მოიცავს სერტიფიცირების კანდიდატის მიერ სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებას და შიდა აუდიტის სფეროში მუშაობის პრაქტიკის დადასტურებას.

2.ჰარმონიზაციის ცენტრი შეიმუშავებს შიდა აუდიტორთა სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელ სასწავლო კურსს.

3.სერტიფიცირების კანდიდატს უფლება აქვს, სასერტიფიკატო გამოცდა შიდა აუდიტორთა სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელი სასწავლო კურსის გავლის გარეშე ჩააბაროს.

4.შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების შიდა აუდიტორებსა და შიდა აუდიტორის თანამდებობაზე დასაქმების მსურველ კანდიდატებს.

5.საჯარო სექტორის შიდა აუდიტორის სერტიფიკატი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, თუ შიდა აუდიტორს უწყვეტი პროფესიული განვითარებით კვალიფიკაცია უნარჩუნდება და მისი საქმიანობა შეესაბამება შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსს.

6.საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულება მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის კანონი №3574 – ვებგვერდი, 03.11.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აპრ. 2010 – 1 დეკ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 3 ნოე. 2023

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
182836⁴20269²24¹42423¹1930221624²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შიდა ფინანს…სახელმწიფო აუდიტის სამ…საჯარო შესყიდვების შეს…დეპოზიტების დაზღვევის …დაზღვევის შესახებსაექიმო საქმიანობის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა