Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 16

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 16. საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2029
თემები:ESG შესაბამისობაპროფესიული მომსახურებამასწავლებლის დასაქმებაწარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ პირს, რომელიც უშუალოდ არის ჩართული საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში, უნდა ჰქონდეს საჯარო შესყიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი (შემდგომ ამ მუხლში – სერტიფიკატი).

2.სერტიფიკატს სერტიფიცირების საფუძველზე გასცემს სააგენტო. სერტიფიცირება ტარდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ელექტრონულად, წელიწადში არანაკლებ ორჯერ.

3.სერტიფიცირებაზე დაიშვება უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) მას შემსყიდველი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსის დარღვევისთვის სერტიფიკატი ჩამორთმეული აქვს და მისი ჩამორთმევიდან 1 წელი არ გასულა; ბ) იგი ნასამართლევია ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

4.წესდება საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირების საფასური. მისი ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ამ საფასურის ოდენობა 300 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

5.სააგენტო უფლებამოსილია სერტიფიცირების ხელშეწყობისთვის ჩაატაროს სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელი კურსი (განახორციელოს სერტიფიცირების პროგრამა). წესდება საჯარო შესყიდვის სპეციალისტების მიერ სერტიფიცირების პროგრამის გავლის საფასური. მისი ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. სერტიფიკატის ასაღებად სერტიფიცირების პროგრამის გავლა სავალდებულო არ არის.

6.სერტიფიკატი უვადოა, თუ პირი დასაქმებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თანამდებობაზე. სერტიფიკატი გაუქმდება, თუ სერტიფიკატის მფლობელი: ა) სერტიფიკატის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში არ დასაქმდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თანამდებობაზე; ბ) გათავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობიდან და მას 3 წლის განმავლობაში არ დაიკავებს; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით დამნაშავედ იქნება ცნობილი ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის; დ) სისტემატურად ან უხეშად დაარღვევს შემსყიდველი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსს.

7.სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრს სააგენტო აწარმოებს.

8.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს სერტიფიკატის მფლობელის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სტრუქტურულ ერთეულში ან თანამდებობაზე დასაქმების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე მიაწოდოს მას ინფორმაცია სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლის წარმოშობის თაობაზე, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა.

9.სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან გამოითხოვოს მხოლოდ ის ინფორმაცია სერტიფიკატის მფლობელის შესახებ, რომელიც აუცილებელია სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლის არსებობის დასადგენად, პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაციის ჩათვლით.

10.ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სერტიფიკატი ავტომატურად უქმდება შესაბამისი გარემოების დადგომის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურების მომენტიდან. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. სააგენტო ვალდებულია ამ გადაწყვეტილების მიღებამდე უზრუნველყოს სერტიფიკატის მფლობელის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა. სერტიფიკატის გაუქმება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

11.სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრის წარმოების, სერტიფიცირების ჩატარებისა და სერტიფიცირების პროგრამის განხორციელების, აგრეთვე სერტიფიკატის გაცემისა და გაუქმების წესები დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

12.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ დაფუძნებულ ფილიალზე, წარმომადგენლობაზე, შვილობილ საწარმოზე, თავდაცვის ატაშეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სააგენტოს და საქართველოს პროკურატურის საზღვარგარეთ წარმომადგენლებზე. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №780 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2032 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 15 ივნ. 2026
  2. 1 იან. 2029 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 23 სექ. 2024
  3. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    მე-16 მუხლის მე-12 პუნქტში გამონაკლისის სუბიექტთა ჩამონათვალი ახლებურად ჩამოყალიბდა: თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ცალკე არის დასახელებული, ხოლო დაზვერვის სამსახური დაზვერვის სააგენტოთი შეიცვალა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გიდის სერთიფიცირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მასწავლებლის სერტიფიცირებასერვისის გვერდი
  • ISDA მასტერ შეთანხმებებისერვისის გვერდი
  • LEED სერტიფიცირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • 3 ცვლილება · ბოლო 15 ივნ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 15მუხლი 21

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 165²²მუხლი 100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 17შემსყიდველი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსი
  • 25სააგენტოს დაფინანსება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 165²³საჯარო შესყიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის არმქონე პირის დასაქმება წესის დარღვევით

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 36⁴სერტიფიცირება

საექიმო საქმიანობის შესახებ

  • 19სახელმწიფო სერტიფიკატი
  • 18სერტიფიცირება
  • 28სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 30სერტიფიცირების ჩატარების უზრუნველყოფა
  • 29მოხელის სერტიფიკატი

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 8სერტიფიკატების გაცემა და რეგისტრაცია

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 24²შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 8 (დანართი 1)სერტიფიკატის გაცემის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19182836⁴165²²165²³24²830291521100172516
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო აუდიტის სამ…საექიმო საქმიანობის შე…საჯარო სამსახურის შესა…მეზღვაურთა განათლებისა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026