Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებმუხლი 34¹

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

მუხლი 34¹

რედაქცია №54 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026
თემები:არასამთავრობო ორგანიზაციის დაცვამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობასაბანკო შესაბამისობასაარჩევნო და პოლიტიკური უფლებების დარღვევასმარტ კონტრაქტებიკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹234567

1.პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

1¹.სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უფლება აქვს, ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის დასადგენად განახორციელოს პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნული მონიტორინგის შედეგების შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის ხელმისაწვდომობას.

2.სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია: ა) შეიმუშაოს პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის ფორმა; ბ) დაადგინოს პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტები; გ) შეამოწმოს პარტიის საფინანსო დეკლარაციისა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის სისრულე, სისწორე და კანონიერება; დ) ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელებისას გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა; ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს; ე) არაუმეტეს წელიწადში ერთხელ განახორციელოს პარტიის ფინანსური საქმიანობის აუდიტი; ვ) პარტიის უკანონო ფინანსურ საქმიანობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში პარტიის რიგგარეშე ფინანსური აუდიტის განხორციელების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს; ზ) უზრუნველყოს პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობა; თ) ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად პარტიისგან, პარტიის წევრისგან, განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირისგან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი ფინანსების შესახებ; ი) დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კონსულტაცია პარტიის დაფინანსების საკითხებზე; კ) მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები; ლ) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს პროკურატურის ორგანოებს; მ) პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონის 26 1 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე; ნ) პირზე ამ კანონის 26 1 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების ასლი მხარეს უნდა გადაეცეს აქტის გამოცემის დღის მომდევნო დღის 18 საათამდე; ო) შეიმუშაოს პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგია; პ) პარტიის ან განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური  მიზნის მქონე პირის მიერ ამ თავით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მას მისცეს მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს; ჟ) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

3.სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უფლება აქვს, პარტიის, პარტიის წევრის ან განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით განახორციელოს აგრეთვე შემდეგი ღონისძიებები: ა) ფიზიკური პირის გამოკითხვა ამ კანონით დადგენილი წესით; ბ) ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; გ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაციის, გამოთხოვა.

4.თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თაობაზე, სახელმწიფო ორგანოები ამის შესახებ ინფორმაციას აწვდიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

5.სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაცია არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით სასამართლოს მიმართვას წარუდგენს. სასამართლო აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში იღებს გადაწყვეტილებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.

6.ყველა სუბიექტი, რომლებსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოსთხოვს ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.

7.სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ თავით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. გენერალურ აუდიტორს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის ორგანული კანონი №900 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №4019 - ვებგვერდი, 29.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №4215 – ვებგვერდი, 12.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის ორგანული კანონი №495 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1315 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1384 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 4 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მარ. 2026 – 2 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 29 დეკ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 4 მარ. 2026
  2. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
  3. 16 აპრ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 34შემდეგი მუხლი 34²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საარჩევნო სამართალი9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მდგრადობის ანგარიშგება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შესაბამისობის აუდიტი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამსახურებრივი თაღლითობის ფაქტების მოკვლევა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №54

  • 3 ცვლილება · ბოლო 4 მარ. 2026
  • 13 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 26¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 33
  • 34³
  • 32

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 6სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება
  • 5სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები
  • 17სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 69სახელმწიფო აუდიტის სამსახური

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 18¹

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 51სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 34სამსახურის ძირითადი ფუნქციები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 159პარლამენტის მიერ საჯარო სახსრების მართვის კონტროლი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშგება პარლამენტის წინაშე

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 35კომისიის ფინანსების კონტროლი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6517351026¹3334³326918¹345115934¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსმოქალაქეთა პოლიტიკური …სახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს კონსტიტუცი…კორუფციის წინააღმდეგ ბ…პერსონალურ მონაცემთა დ…ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №54 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026