Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებმუხლი 17

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

მუხლი 17. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030
თემები:საბანკო შესაბამისობასმარტ კონტრაქტებიამონაწერები და შემოწმება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება: ა) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებზე; ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკზე; გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე; დ) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ 50 პროცენტი და 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე; ე) სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე.

2.საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს: ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებას; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების პროექტების შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას; გ) სახელმწიფო ვალის ფორმირებასა და მართვას, სახელმწიფო კრედიტების გაცემას; დ) საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოში რეგისტრირებულ საკრედიტო და საფინანსო დაწესებულებებში სახელმწიფო სახსრების მოძრაობის კანონიერებას; ე) საქართველოს დიპლომატიური სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას; ვ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საკუთრების მართვასა და განკარგვას; ზ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი არჩევნებისთვის გამოყოფილი ფულადი სახსრების გამოყენების მართლზომიერებას; თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და გამოყენებას. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო სამართლის კორპორაციის) საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონების ან/და სახსრების ხარჯვისა და გამოყენების ფარგლებში. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე; ი) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და გამოყენებას; კ) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, რომელშიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტს და 50 პროცენტზე მეტს; ლ) სახელმწიფოს მიერ 50 პროცენტი და 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის, რომლის ფასიანი ქაღალდები – აქცია, წილი −  განთავსებულია ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინფორმაციას; მ) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, რომელშიც ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კერძო სამართლის იურიდიული პირი ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტს და 50 პროცენტზე მეტს; ნ) კერძო სამართლის სუბიექტის იმ სახელშეკრულებო ვალდებულებასა და სესხს, რომელთა გარანტად დგას სახელმწიფო, აგრეთვე მის საქმიანობას იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ საბიუჯეტო ან სახელმწიფო ფონდების კუთვნილი თანხების, ასევე რაიმე ფორმით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრების გამოყენებასთან ან მართვასთან; ო) საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და დაზვერვის სააგენტოს საქმიანობებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში; პ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მხოლოდ ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს; ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ თავისი წლიური ბიუჯეტის ხარჯვას.

3.სახელმწიფო აუდიტის სამსახური დამოუკიდებლად განსაზღვრავს წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმას. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5662 - ვებგვერდი, 29.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1597 - ვებგვერდი, 03.12.2013წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3309 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3382 – ვებგვერდი, 24.09.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6866 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №4327 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1828 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 მარ. 2026 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2026

    მე-2 პუნქტიდან ამოღებულია ეროვნული ბანკის საქმიანობის ცალკე ქვეპუნქტი, ქვეპუნქტები გადანომრილია და დაემატა სახელმწიფო საკუთრების მართვისა და არჩევნებისთვის გამოყოფილი სახსრების ქვეპუნქტები. ბოლო ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა: შეიცვალა გამონაკლისი, არასამეწარმეო და კერძო სამართლის პირების წილობრივი მონაწილეობის წესი და დაემატა ეროვნული ბანკის, პროკურატურის და უსაფრთხოების უწყებების საქმიანობის ქვეპუნქტი.

  2. 1 მაი. 2025· გამოქვეყნდა 12 ივლ. 2024
  3. 28 ივლ. 2020
  4. 24 სექ. 2018
  5. 6 აგვ. 2018
  6. 19 ოქტ. 2017
  7. 3 დეკ. 2013

    მე-17 მუხლის ქვეპუნქტის ბოლო წინადადებაში მარეგულირებელი ორგანოს განმსაზღვრელი „დამოუკიდებელი“ შეიცვალა „ეროვნულით“ და ტექსტი გამოთქმულია ფორმით „პირსა და ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე“.

  8. 12 იან. 2012· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2011

    მე-17 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია პარტიის მიმართ გამონაკლისი, ხოლო ახალი 2¹ პუნქტით კონტროლის პალატას მიენიჭა პარტიების ფინანსური მონიტორინგის, აუდიტის, ყადაღის დადებისა და ოქმის შედგენის უფლებამოსილება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სმარტ კონტრაქტების აუდიტი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბანკის შესაბამისობის აუდიტი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უძრავი ქონების სამართლებრივი აუდიტისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №29

  • 8 ცვლილება · ბოლო 2 ივლ. 2026
  • 13 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 6სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება
  • 20აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები და მათი უფლება-მოვალეობები
  • 10გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 69სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 51სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება
  • 53სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კონსულტაციის გაწევა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 48სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზედამხედველობა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 19სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ბიუჯეტის შესრულებისა და ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვის შემოწმება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 140მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო აუდიტი, დამოუკიდებელი აუდიტი და შიდა აუდიტი

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 18შიდა აუდიტის სუბიექტის უფლებამოსილება და მიზნები

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 34¹

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 22¹სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შემოწმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6201034¹6922¹191814048515317
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს კონსტიტუცი…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საბიუჯეტო …ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026