სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ

მუხლი 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალური წოდებები

რედაქცია №57 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი; ბ) უფროსი სპეციალური წოდება – III კლასის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, I კლასის მრჩეველი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

2.ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება ამ სამსახურის სახელწოდება.

3.ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი.

4.(ამოღებულია - 26.11.2025, №1118) . საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3101-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.226 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3393-სსმI, №5, 04.03.2004წ., მუხ.15 საქართველოს 2005 წლის 15 ივნისის კანონი №1623-სსმI, №33, 01.07.2005წ., მუხ.207 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4273-სსმI, №51,31.12.2006წ., მუხ.432 საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3722 – ვებგვერდი, 07.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1118 – ვებგვერდი, 27.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №56 · ძალაშია 1 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 27 ნოე. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35⁵510¹10⁵8¹346383179182264
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო სპეციალური …შემოსავლების სამსახური…პენიტენციური კოდექსითავდაცვის კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №57 · ბოლოს შემოწმდა