სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

მუხლი 10⁵. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირველადი საოფიცრე და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსები

რედაქცია №31 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პირველადი საშუალო სპეციალური წოდება − „სახელმწიფო დაცვის“ უმცროსი ლეიტენანტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მისაღებ პირს, აგრეთვე ამ სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხულ თანამშრომელს მიენიჭება სპეციალური სასწავლო კურსის გავლისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის/შესაბამის თანამდებობრივ კატეგორიაში გადაყვანის შემთხვევაში. აღნიშნული კურსის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. ცალკეულ შემთხვევებში პირისთვის პირველადი საშუალო სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ან/და სპეციალური სასწავლო კურსის გაუვლელად მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.

2.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები პროფესიული გადამზადების კურსებს გადიან  სამსახურის  უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმებისა და პროგრამების შესაბამისად. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2299 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირველადი საშუალო სპეციალური წოდება − „სახელმწიფო დაცვის“ უმცროსი ლეიტენანტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მისაღებ პირს, აგრეთვე ამ სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხულ თანამშრომელს მიენიჭება სპეციალური სასწავლო კურსის გავლისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის/შესაბამის თანამდებობრივ კატეგორიაში გადაყვანის შემთხვევაში. აღნიშნული კურსის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. ცალკეულ შემთხვევებში პირისთვის პირველადი საშუალო სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ან/და სპეციალური სასწავლო კურსის გაუვლელად მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები პროფესიული გადამზადების კურსებს გადიან  სამსახურის  უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმებისა და პროგრამების შესაბამისად. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2299 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 23 დეკ. 2022-დან · იცვლება 1 იან. 2030-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 10⁵ მუხლის პირველი პუნქტი ეხება პირველადი საშუალო წოდების მინიჭებას და უფროსის გადაწყვეტილებას, ხოლო მე-2 პუნქტში გადამზადება უფროსის დამტკიცებული გეგმებით ხორციელდება.

  2. დაემატა 10⁵ მუხლი სავალდებულო სასწავლო კურსისა და პროფესიული გადამზადების შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5¹5⁶5⁵161010¹574627282317910⁵
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო სპეციალური …საქართველოს შინაგან სა…სახელმწიფო დაცვის სპეც…თავდაცვის კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა