სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

მუხლი 10¹. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური წოდებები  და ზღვრული ასაკი

რედაქცია №31 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ენიჭებათ „სახელმწიფო დაცვის“ შემდეგი სპეციალური  წოდებები: ა) (ამოღებულია - 21.09.2023, №3510) ; ბ) საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; გ) კადრის სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს: გ.ა) უმცროს ოფიცერთა შემადგენლობაში – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ.ბ) უფროს ოფიცერთა შემადგენლობაში – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; გ.გ)უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობაში – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.

2.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ზღვრული ასაკია: ა) „სახელმწიფო დაცვის“ უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებების მქონე პირთათვის  –  45 წელი; ბ) „სახელმწიფო დაცვის“ უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკამდე –  50 წელი; გ) „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისათვის  –  55 წელი; დ) „სახელმწიფო დაცვის“ უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – 60 წელი.

3.თანამშრომლის ზღვრული ასაკი, გარდა „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისა და „სახელმწიფო დაცვის“ უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცერთა შემადგენლობისა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

4.თანამშრომლის ზღვრული ასაკი „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისა და „სახელმწიფო დაცვის“ უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

5.თანამშრომლის ზღვრული ასაკის რამდენჯერმე (ნაწილობრივ) გაგრძელების შემთხვევაში გაგრძელების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილ ვადას.

6.„სახელმწიფო დაცვის“ სპეციალური წოდებების მინიჭების წესი განისაზღვრება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ენიჭებათ „სახელმწიფო დაცვის“ შემდეგი სპეციალური  წოდებები: ა) (ამოღებულია - 21.09.2023, №3510) ; ბ) საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; გ) კადრის სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს: გ.ა) უმცროს ოფიცერთა შემადგენლობაში – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ.ბ) უფროს ოფიცერთა შემადგენლობაში – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; გ.გ)უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობაში – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ზღვრული ასაკია: ა) „სახელმწიფო დაცვის“ უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებების მქონე პირთათვის  –  45 წელი; ბ) „სახელმწიფო დაცვის“ უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკამდე –  50 წელი; გ) „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისათვის  –  55 წელი; დ) „სახელმწიფო დაცვის“ უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – 60 წელი. 3. თანამშრომლის ზღვრული ასაკი, გარდა „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისა და „სახელმწიფო დაცვის“ უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცერთა შემადგენლობისა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით. 4. თანამშრომლის ზღვრული ასაკი „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისა და „სახელმწიფო დაცვის“ უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით. 5. თანამშრომლის ზღვრული ასაკის რამდენჯერმე (ნაწილობრივ) გაგრძელების შემთხვევაში გაგრძელების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილ ვადას. 6. „სახელმწიფო დაცვის“ სპეციალური წოდებების მინიჭების წესი განისაზღვრება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №27 · ძალაშია 29 დეკ. 2024-დან · იცვლება 1 იან. 2030-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 28 იან. 2013

    მე-4 პუნქტში ზღვრული ასაკის გაგრძელების წარდგინებას ეროვნული უშიშროების საბჭოს მითითება ამოეღო, ხოლო გაგრძელების აქტად პრეზიდენტის ბრძანებულების ნაცვლად პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება განისაზღვრა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5¹5⁶5⁵81010⁵13²543527261610¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო დაცვის სპეც…სახელმწიფო სპეციალური …სამოქალაქო უსაფრთხოები…სამხედრო პოლიციის თანა…საქართველოს შინაგან სა…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა