საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“
მუხლი 9. იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვა და გადაგზავნა
იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს გაიტანოს იარაღი შენახვის ადგილიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. სამხედრო მოსამსახურეების, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო ს , დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი ს იარაღის გადაზიდვის წესი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სადაზვერვო-საინფორმაციო სამსახურის ნორმატიული აქტებით. აკრძალულია იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვა და გადაგზავნა ფოსტით. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1855-სსმI,№12(19),06.04.1999წ.,მუხ.45
