Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებმუხლი 30

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

მუხლი 30. საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების დადგენა. არჩევნების შედეგების გამოქვეყნება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2001

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნები მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში ჩატარებულად ჩაითვლება, თუ არჩევნებში მონაწილეობდა ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის სულ ცოტა ერთი მესამედი.

2.პროპორციული სისტემით სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს საარჩევნო ოლქში მანდატების რაოდენობაზე და გაიყოს პარტიების (საარჩევნო ბლოკების) მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას. გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად ნაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებმაც მოიპოვეს ერთი მანდატი მაინც. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იმ საკრებულოების არჩევნებში, სადაც ასარჩევია 21 წევრზე მეტი, მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ სიებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ ხუთი პროცენტი.

3.თუ სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი საარჩევნო ოლქში მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ სიებს, რომლებმაც არჩევნებში მოიპოვეს ერთი მანდატი მაინც. ამ შემთხვევაში თითო მანდატი მიეკუთვნება იმ სიებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღეს. თუ ორი ან მეტი სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი მიეკუთვნება იმას, რომელმაც საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია .

4.პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოებში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.

5.მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნებში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების თანახმად მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით ადგენს გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობას, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას, ნამდვილად და ბათილად ცნობილი და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობას, კანდიდატთათვის მიცემული ხმების რაოდენობას, არჩევნების შედეგებს.

6.მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში ამ კანონის მიხედვით, საკრებულოში ასარჩევ წევრთა რაოდენობის შესაბამისად, არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული საოლქო საარჩევნო კომისიაში.

7.საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია არჩევნები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ეს კანონი. საჩივარი კანონის დარღვევის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება წარედგინოს არა უგვიანეს არჩევნების მომდევნო დღისა, ხოლო გადაწყვეტილება არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ კომისიამ უნდა მიიღოს ორი დღის ვადაში. იმ საჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელთა საფუძველზედაც შესაძლოა არჩევნების ბათილად ცნობა, დაუშვებელია საოლქო საარჩევნო კომისიაში სიების ან კანდიდატების მიერ მიღებული ხმების დათვლა.

8.საარჩევნო ოლქში არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი, თუ იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც არჩევნები ბათილად ჩაითვალა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ზე მეტია.

9.თუ არჩევნები საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს ხელახალ ხმის მიცემას, რომელიც საერთო არჩევნებიდან ორი კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს.

10.თუ ხელახალი ხმის მიცემისას არჩევნები საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ხელახალი ხმის მიცემის ჩატარებიდან ორი თვის ვადაში ატარებს ხელახალ არჩევნებს.

11.საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ამტკიცებს არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს.

12.ოქმის ცალთა რაოდენობა ოთხით უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი პარტიების, საარჩევნო ბლოკების, დამოუკიდებელი კანდიდატების რაოდენობას. ოქმის ყველა ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები. ოქმს ესმება კომისიის ბეჭედი.

13.ოქმის პირველი ცალი არჩევნების დამთავრებიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, მეორე ინახება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი კი გადაეცემათ საკრებულოს სამანდატო კომისიას და პარტიების, საარჩევნო ბლოკების, დამოუკიდებელი კანდიდატების ნდობით აღჭურვილ პირებს. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია შედეგების შეჯამების შემდეგ ოქმი დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის.

14.საოლქო საარჩევნო კომისიის ოქმში მითითებული უნდა იყოს: ა) იმ საარჩევნო უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები; ბ) საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ასარჩევ პირთა რაოდენობა, არჩეულ პირთა რაოდენობა და ანბანურად დალაგებული მათი სია.

15.შედეგების შეჯამებიდან ათი დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივ გაზეთებში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს არჩევნების შედეგების შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩეული საკრებულოს წევრების პარტიულობა, დაბადების წელი, პროფესია, ძირითადი საქმიანობა, სამუშაო ადგილი. საქართველოს 199 8 წლის 30 სექტემბრის კანონი № 1608 – სსმI, №2, 26.10 .199 8 წ., მუხ. 18 საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონი №1646 – სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.29

რედაქციების შედარება

1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნები მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში ჩატარებულად ჩაითვლება, თუ არჩევნებში მონაწილეობდა ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის სულ ცოტა ერთი მესამედი. 2. პროპორციული სისტემით სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს საარჩევნო ოლქში მანდატების რაოდენობაზე და გაიყოს პარტიების (საარჩევნო ბლოკების) მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იმ საკრებულოების არჩევნებში, სადაც ასარჩევია 21 წევრზე მეტი, მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ სიებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ ხუთი პროცენტი. 3. თუ სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი საარჩევნო ოლქში მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ სიებს, რომლებმაც არჩევნებში მოიპოვეს ერთი მანდატი მაინც. ამ შემთხვევაშიმანდატებიდან თითო მანდატი მიეკუთვნება იმ სიებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღეს. თუ ორი ან მეტი სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი მიეკუთვნება იმას, რომელმაც საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია .რეგისტრაცია. 4. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოებში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა. 5. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნებში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების თანახმად მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით ადგენს გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობას, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას, ნამდვილად და ბათილად ცნობილი და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობას, კანდიდატთათვის მიცემული ხმების რაოდენობას, არჩევნების შედეგებს. 6. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში ამ კანონის მიხედვით, საკრებულოში ასარჩევ წევრთა რაოდენობის შესაბამისად, არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული საოლქო საარჩევნო კომისიაში. 7. საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია არჩევნები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ეს კანონი. საჩივარი კანონის დარღვევის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება წარედგინოს არა უგვიანეს არჩევნების მომდევნო დღისა, ხოლო გადაწყვეტილება არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ კომისიამ უნდა მიიღოს ორი დღის ვადაში. იმ საჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელთა საფუძველზედაც შესაძლოა არჩევნების ბათილად ცნობა, დაუშვებელია საოლქო საარჩევნო კომისიაში სიების ან კანდიდატების მიერ მიღებული ხმების დათვლა. 8. საარჩევნო ოლქში არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი, თუ იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც არჩევნები ბათილად ჩაითვალა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ზე მეტია. 9. თუ არჩევნები საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს ხელახალ ხმის მიცემას, რომელიც საერთო არჩევნებიდან ორი კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს. 10. თუ ხელახალი ხმის მიცემისას არჩევნები საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ხელახალი ხმის მიცემის ჩატარებიდან ორი თვის ვადაში ატარებს ხელახალ არჩევნებს. 11. საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ამტკიცებს არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს. 12. ოქმის ცალთა რაოდენობა ოთხით უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი პარტიების, საარჩევნო ბლოკების, დამოუკიდებელი კანდიდატების რაოდენობას. ოქმის ყველა ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები. ოქმს ესმება კომისიის ბეჭედი. 13. ოქმის პირველი ცალი არჩევნების დამთავრებიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, მეორე ინახება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი კი გადაეცემათ საკრებულოს სამანდატო კომისიას და პარტიების, საარჩევნო ბლოკების, დამოუკიდებელი კანდიდატების ნდობით აღჭურვილ პირებს. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია შედეგების შეჯამების შემდეგ ოქმი დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის. 14. საოლქო საარჩევნო კომისიის ოქმში მითითებული უნდა იყოს: ა) იმ საარჩევნო უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები; ბ) საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ასარჩევ პირთა რაოდენობა, არჩეულ პირთა რაოდენობა და ანბანურად დალაგებული მათი სია. 15. შედეგების შეჯამებიდან ათი დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივ გაზეთებში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს არჩევნების შედეგების შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩეული საკრებულოს წევრების პარტიულობა, დაბადების წელი, პროფესია, ძირითადი საქმიანობა, სამუშაო ადგილი. საქართველოს 199 8 წლის 30 სექტემბრის კანონი № 1608 – სსმI, №2, 26.10 .199 8 წ., მუხ. 18

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 26 ოქტ. 1998

    Unallocated mandates will now be proportionally distributed among parties that have already secured at least one mandate.

  2. 26 ოქტ. 1998

    The amendment modifies the rules for allocating remaining mandates, prioritizing lists that have already won at least one mandate and using registration order as a tie-breaker.

წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 31

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2001-08-02 · №4

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 1998-10-26
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 15საარჩევნო ოლქები
  • 1არჩევნების საფუძვლები
  • 25საარჩევნო ბიულეტენი

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 156საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა
  • 168თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატების განაწილების წესი
  • 158საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

რეფერენდუმის შესახებ

  • 26რეფერენდუმის შედეგების დადგენა საარჩევნო ოლქების მიხედვით
  • 25კენჭისყრის შედეგების დათვლა საარჩევნო უბანში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 36საარჩევნო
  • 79არჩევნების
  • 78კენჭისყრისა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 21საკრებულო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1512521262515616815836797830
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი წარმომადგე…რეფერენდუმის შესახებაჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო