საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ

მუხლი 11. სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემის წესი და საფუძველი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 22 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობებს განახლების, შეცვლის, გასესხების, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ხოლო საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს − საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გასცემს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო.

2.სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა, როგორც წესი, წარმოებს ღირებულების წინასწარი გადახდის საფუძველზე.

3.სახელმწიფო რეზერვიდან საომარი და / ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ გაცემულ მატერიალურ ფასეულობათა ღირებულების ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებით. საქართველოს 2005 წლის 10 ივნისის კანონი №1608 - სსმ I,  №33, 01.0 7.2005 წ., მუხ. 202 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1233 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2611 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5¹12715912843611491509311
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…საზოგადოებრივი საჭიროე…სამოქალაქო უსაფრთხოები…ჯანმრთელობის დაცვის შე…მობილიზაციის შესახებსაქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა